mirza  gelovani..
34, Tbilisi, Γεωργία

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…და როგორც კარტში აგურის ქალებს,გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების

23:30

 
Σχόλια
მიხეი 08.10.2016

იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში.
მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,
რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში.

და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,
ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად,
მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,
როგორც უცოდველ მშვენიერებას.

ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ,
გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,
მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,
რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά