გაფუჭებული ვარსკვლავები...
58, Tbilisi, Γεωργία

 აგერ, ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვცქერის, ჩვენ კი ზურგზე ვწევართ, ვუმზერთ და ვცდილობთ გამოვიცნოთ, ეს ვარსკვლავები ვინმემ შექმნა თუ თავისით გაჩნდა. ჯიმი ამბობდა, ვარსკვლავები შექმნილიაო. მე კი ვეუბნებოდი, თავისით გაჩნდა-მეთქი. ჩემი აზრით, ამდენი ვარსკვლავის შექმნას ძალზე დიდი დრო დასჭირდებოდა. ჯიმმა თქვა, ისინი შეიძლება, მთავრემ გამოჩეკაო. ეს სიმართლეს ჰგავდა და საწინააღმდეგოც არაფერი მქონდა, რადგან ნანახი მქონდა, რამდენ ქვირითს ყრიდა ბაყაყი. ასე, რომ შეიძლება, სწორედაც ასეც იყო. ზოგჯერ ვხედავდით, როგორ სერავდნენ ცას ვარსკვლავები. ჯიმის აზრით, ისინი იყვნენ გაფუჭებული ვარსკვლავები, რომლებსაც ბუდიდან ჰყრიდნენ.

მარკ ტვენი, ”ჰეკლებერ ფინის თავგადასავალი”

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά