გრიგოლ რობაქიძე
41, Tbilisi, Γεωργία

ყივჩაღეთ იყო....
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!
... ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში


 
Σχόλια
kvadaca 19.07.2011

: )

nanacho7 17.07.2011

რობაქიძე არაჩვეულებივია....

farvana19 17.07.2011

მიყვარს ეს ლექსი *HEART* *HEART* *GIVE_HEART*

natanati 14.07.2011

kargia

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά