ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა
40, Kutaisi, Γεωργία

ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა ზღვის წყალს საკმაოდ რთული შემადგენლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის მენდელეევის პერიოდული სისტემის პრაქტიკულად ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადიც), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებები. ზღვის წყლის მარილიანობა საშუალოდ 3,5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ლიტრში 35 გრამი მარილია გახსნილი. სხვადასხვა ზღვის წყალი სხვადასხვა ოდენობის მარილს შეიცავს. ზღვის წყალს სიმლაშეს ნატრიუმის ქლორიდი აძლევს, სიმწარე კი ნატრიუმის სულფატის, მაგნიუმის ქლორიდისა და მაგნიუმის სულფატის დამსახურებაა. ზღვის წყლის ერთ-ერთი თვისებაა, მუდმივად შეინარჩუნოს რაოდენობრივი ურთიერთშეფარდება იმ მარილთა იონებს შორის, რომლებიც მასში არსებულ მინერალურ ნივთიერებათა 99,9%-ს შეადგენს.

ყველამ იცის, რომ ზღვაში ცურვა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე აუზში. ზღვის წყალი ბუნებრივი ჰიდრომასაჟორია. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ადამიანის სხეულზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ზღვის მიკროფლორა, წყალმცენარეთა ფიტონციდები. ცურვისას ჩვენ ზღვის წყლის იონიზებული ჰაერით ვსუნთქავთ, ვგრძნობთ მის გემოსა და სურნელს. ზღვის წყალი ხსნის სტრესს, დაძაბულობას, თავის ტკივილს, ადუნებს და ნეტარების მორევში ძირავს ადამიანს. ზღვის წყლით მკურნალობა რეკომენდებულია სისხლნაკლებობის, ნერვული სისტემის დაავადებების, ათეროსკლეროზის, გულის მანკების დროს. ონკოლოგიურ პაციენტებს და ზოგიერთი ინფექციური სნეულებით დაავადებულებს კი სპეციალისტები ზღვის კურორტზე დასვენებას არ ურჩევენ.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά