ციტატები
40, Kutaisi, Γεωργία

შთაბეჭდილება კი არ უნდა მოახდინო, არამედ საკუთარი თავი უნდა გამოხატო

ცეცხლოვანი სამყაროთუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

როგორც წესი, ყვირიან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანები; ხოლო ყვირილზე ყვირილით ასეთივენი პასუხობენ. სექსუალურად დაკმაყოფილებულ ადამიანს ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ენერგია ყვირილისთვის, უბრალოდ, არ ეყოფა
ადამიანად ყოფნის საშინელება და ადამიანად ყოფნის სასწაული
• ცოდვაა, სიყვარულის გარეშე დანებდე და ცოდვაა, არ დანებდე, თუ გიყვარს
• თუ ადამიანმა უმადურობა გისაყვედურა, გამოარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაასწორე ანგარიში და მასთან საქმე აღარ იქონიო
• თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო…
• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მტრებთან — სასარგებლო
• უსაქმურს იმედი აქვს, საქმიანი — მოქმედებს
• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს
• სჯობს, კარგ წიგნთან გქონდეს ურთიერთობა, ვიდრე ცარიელ ადამიანთან
• თუ გინდა გაიგო, როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს შენთან, მოუყევი მათ საკუთარი გეგმებისა და ოცნებების შესახებ. ვისაც ფარულად სძულხარ, გაგაკრიტიკებს, ვისაც შენთვის კარგი უნდა — დაგეხმარება კარლ იუნგი
• პარტნიორის პასუხი ჩვენს კითხვაშია დაპროგრამებული. თუ პასუხი არ გვაწყობს, ეს ნიშნავს, რომ საჭირო კითხვა არ დავსვით
• ბევრს ჭორაობენ არაგულწრფელი და უიღბლო ადამიანები. ცოტას ჭორაობს ყველა
• ურთიერთობებში რთული ადამიანი პრიმიტიულად არის მოწყობილი, მარტივი — რთულად. პრიმიტიულს უნდა შეეწყო, რთული — თვითონ შეგეწყობა
• ურთიერთობების გაწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი საპატიო მიზეზი არსებობს — როცა არსებულ პირობებში შეუძლებელია პიროვნული ზრდა
• როდესაც ქორწინდები, დაიმახსოვრე, რომ სრული ბედნიერება შესაძლებელია, თუ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და საქმიანი თვისებები ერთმანეთს შეავსებს, ხოლო მსოფლმხედველობა, პრინციპები და გრძნობა — ერთმანეთს დაემთხვევა
• ჭკუა ყველაფერს ცვლის! დაუმატე ჭკუა სიჯიუტეს — მიიღებ შეუპოვრობას. დაუმატე ჭკუა სიგიჟეს — მიიღებ სიმამაცეს. დაუმატე ჭკუა სიძუნწეს — მიიღებ ყაირათიანობას. დაუმატე ჭკუა მფლანგველობას — მიიღებ გულუხვობას. დაუმატე ჭკუა ლტოლვას — მიიღებ სიყვარულს ერვე ბაზენი
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან
• სულიერად ღარიბი ადამიანი ცუდად იტანს მარტოობას და ადამიანებთან იმიტომ ურთიერთობს, რომ მიიღოს. სულიერად მოწიფული ადამიანი კარგად იტანს მარტოობას და ადამიანებთან იმიტომ ურთიერთობს, რომ გასცეს
• სიყვარულის უნარი და მარტოობის კარგად გადატანა — სულიერი სიმწიფის მაჩვენებელია. ყველაფერ საუკეთესოს მაშინ ვაკეთებთ, როცა მარტო ვიმყოფებით.
• ჯერ მამაკაცი ან ქალი უნდა გახდე და ოჯახი ამის შემდეგ შექმნა. ოჯახის შექმნის უფლება აქვს მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელ, სულიერად განვითარებულ და მატერიალურად შემდგარ ადამიანს
• ნუ ეძებ ბედნიერებას, არამედ მოძებნე ის ადგილი, სადაც ის არის და ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია გიკარნახო, სად არის შენი ბედნიერება — ეს თვითონ ხარ. მისკენ გზა კი — საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებაა
• სოკოს კი ნუ ეძებ, არამედ ტყე მოძებნე, სადაც სოკო იზრდება. იქ სოკოს იოლად იპოვი
• თუ ადამიანს საკუთარ თავზე არაფერი კარგის თქმა არ შეუძლია, მაგრამ თქმა უნდა, ის სხვებზე ცუდად ლაპარაკს იწყებს მოაზროვნე
ეძებეთ განმარტოება დიდ ქალაქებში • როდესაც ტომარა იხევა, იქიდან მხოლოდ ის იყრება, რაც მასშია. თუ განრისხებულმა ადამიანმა გაწყენინა, ეს შემთხვევით არ მომხდარა…
• რაც უფრო ნაკლებად ენდობი, მით უფრო დახვეწილად მოგატყუებენ
• იცოდე შენი ადგილი და ყოველთვის პირველი იქნები
• თუ ადამიანი შეურაცხყოფაზე ბრაზდება, როგორც ჩანს, შეურაცხყოფისას წარმოთქმული მახასიათებლების მატარებელია. ცნობილი აფორიზმი ამგვარად გადავაკეთე: „მითხარი, რაზე ბრაზდები და გეტყვი, ვინ ხარ". როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას მაყენებს, ის ხომ ამ დროს თავის თავს ახასიათებს. წარმოაჩენს თავის თავს. ასევე წარმოაჩენთ თავს თქვენც. მაგალითად, ვინმე მეუბნება: „სულელი, არამზადა!" მე ვპასუხობ: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე მიხაილ ლიტვაკი ვარ". მაგრამ თუ ადამიანი მართლა ასეთია, ეს, რა თქმა უნდა, ძალზე საწყენი იქნება.
• სკანდალი — სექსის ანალოგია. როგორც წესი, ყვირიან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანები; ხოლო ყვირილზე ყვირილით ასეთივენი პასუხობენ. სექსუალურად დაკმაყოფილებულ ადამიანს ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ენერგია ყვირილისთვის, უბრალოდ, არ ეყოფა
• თუ გიმძიმს, ესე იგი, სწორად არ ცხოვრობ საზოგადოება
WORLD სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი - კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები • თუ მლანძღავენ, ესე იგი, მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, ესე იგი, შემიძლია გავაკეთო ის, რაც ჯერ არ გამიკეთებია. მოუსმინე, რატომ გლანძღავენ და გაიგებ, რა იმედებს ამყარებენ ადამიანები შენზე
• როდესაც შურს იძიებ, ფაქტობრივად, ერთადერთ და განუმეორებელ სიცოცხლეს სხვას და თან — მტერს ახარჯავ. წააგებ, თუნდაც მოიგო!
• კარგი რამის გამოცდა ღირს, თუნდაც იცოდე, რომ ამას გაგრძელება არ ექნება
• მარტოობა ადამიანისთვის იგივეა, როფორც წყალი ვეშაპისთვის, ხოლო ურთიერთობა — როგორც ჟანგბადი. და თუ მარტოობისგან გათავისუფლება შეუძლებელია, ის უნდა გამოიყენო
• გინდა, გაიცნო შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში! გაუმკლავდი მას და ყველა დანარჩენი გაქრება
• ნუ გეშინია შეცდომის — წარუმატებლობა წარმატებაზე შვიდჯერ სასარგებლოა
• ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო. მე მას პირველს მოვკლავდი. მკვდარია იმედი და — გაქრა შიში, მკვდარია იმედი და — ადამიანი ქმედითი გახდა, მკვდარია იმედი და — გაჩნდა დამოუკიდებლობა
• თავის მოღალატეს ყველა თავად ზრდის
• შთაბეჭდილება კი არ უნდა მოახდინო, არამედ საკუთარი თავი უნდა გამოხატო

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά