ნუ ისვრით სიტყვებს ჰაერზე
40, Kutaisi, Γεωργία

ნუ ისვრით სიტყვებს ჰაერზე.. ამინდი ცვალებადია..ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ რაღაც დროის შემდეგ, ქარის მიმართულება შეიცვლება და სწორედ თქვენი სიტყვები წაგაქცევენ...
როგორი იქნება მომავალი, ეს ჩვენზეც, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და იმ გარემოცვაზეც არის დამოკიდებული, რომელშიც გამუდმებით ვტრიალებთ. ხშირად სწორედ გარშემომყოფები ქმნიან დაბრკოლებებს ჩვენი პიროვნული განვითარებისათვის. ჩვენს ცხოვრებაში დაბნეულობა და არეულობა შემოაქვთ.ყველა ადამიანს აქვს ნეგატიური მხარე, მაგრამ ზოგიერთებში ის განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული.ეს ნეგატივი კი მათ ახლობლებს ცხოვრებას უწამლავს.
1. სტრესული სიტუაციების შექმნის ოსტატები
არიან ადამიანები, რომლებსაც დაძაბულობის შექმნა ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ. ბუზს სპილოდ აქცევენ და არცთუ სუსტი ისტერიკით მართავენ მდგომარეობას. ჩვენი ცხოვრება ისედაც სავსეა სტრესული სიტუაციებით. რატომ უნდა გვქონდეს რეგულარული ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც თავისი მარწუხებით ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ ცხოვრების შიშს გვინერგავს?
შეეცედადეთ, ასეთ ”ისტერიჩკებზე” თქვენი პოზიტივით იმოქმედოთ, თუ საქმე უიმედოა - უკეთესია, რაც შეიძლება იშვიათად შეხვდეთ მათ.
2. ვინც გიყენებთ
ეს უსირცხვილოები ახალ წლიდან თვენ გვერდით აღარ უნდა გამოჩნდნენ. ეცადეთ, ურთიერთობა გაწყვიტოთ მათთან, ვინც დაუფარავად გიყენებთ. თქვენ იცით ამის შესახებ და დიდი ხანია, ელით შემთხვევას ურთიერთობის დასასრულებლად?! საკმარისია თქვენსავე საზიანოდ მოქმედება! ადამიანს მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ, როდესაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თავის სასიკეთოდ გამოგიყენონ.
3.ვინც არ გაფასებთ
ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით გარშემომყოფებს, რადგან გვსურს, ჩვენც გვაფასებდნენ. თუ ეს ასე არ ხდება, ურთიერთობისგან სიამოვნების მიღება შეუძლებელია.
ურთიერთობისას ურთიერთპატივისცემის უკმარისობა ადამიანებს ერთმანეთისათვის უცხოსა და უხეშს ხდის.
დროა, გათავისუფლდეთ იმ ადამიანიგან, ვინც არ გაფასებთ.
4. ვინც ტკივილს გაყენებთ
თუ ადამიანი ტკივილს გაყენებთ - გაუშვით. ჩვეულებრივ, ისინი, ვისზეც ემოციურად დამოკიდებულები ვართ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან.
გაუშვით ასეთი ადამიანი და მიეცით ნება, აკეთოს ის, რაც უნდა.
შესაძლოა, რაღაცების გადაფასების შემდეგ დაგიბრუნდეთ კიდეც, ურთიერთობა კი უმტკივნეულო გახდეს თქვენთვის. თუ ასე არ მოხდება, ნუ ინერვიულებთ. არ ღირს, ცხოვრების მუდმივი ტკივილის შეგრძნებით გალიოთ
5. მატყუარა
პრინციპში, ტყუილი ისეთი გავრცელებულია, რომ მანკიერ თვისებადაც აღარ აღიქმება. ყველა იტყუება და ეს მუდმივად ხდება. მაგრამ გაითვალისწინეთ - ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომელთაც თქვენ ენდობით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გატყუებდნენ! თუ ასე ხდება, მათთან ერთ გზაზე სიარული უნდა შეწყვიტოთ. უფრთხილდით არაგულწრფელ მეგობრებსა და მატყუარა ახლობლებს.
6. თვალთმაქცი
ის, ვინც შეხვედრისას გიღიმით, ზურგს უკან კი თქვენზე საშინელებებს ამბობს. საერთოდ, რა საჭიროა ასეთი ადამიანი?! ასეთები იმდენად უღირსად იქცევიან, მათზე ლაპარაკიც არ ღირს.
7. ეგოისტი
ეგოისტები სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთგაგების ილუზიას ქმნიან. გაფიქრებინებენ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია, მათი იმედი გქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.
ეგოისტებს დახმარების მხოლოდ მიღება უყვართ, თვითონ არასდროს გამოგიწვდიან ხელს. აუცილებლად დაემშვიდობეთ მათ.
8. ვინც არ იცვლება
ადამიანი გამუდმებით ვითარდება, ასე არ არის? პროგრესი ხომ ნორმალურია. თუ ვინმე ჯიუტად ამბობს უარს პიროვნულ ზრდაზე, თავი უნდა აარიდოთ მას. ის თქვენ უკან დაგხევთ. მაგალითისთვის გეტყვით, მეგობრები ხშირად ახალგამომცხვარ სპორტსმენებს ალკოჰოლს აჩვევენ. ასე არ უნდა ხდებოდეს - მეგობარი უნდა ცდილობდეს, უკეთესი იყო და არა პირიქით.
9. ადამიანი წარსულიდან
შენ შეიძლება, წლები არ ელაპარაკებოდე ადამიანს, ის კი ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავდეს შენთვის. ადამიანები წარსულიდან - ეს ცალკე კატეგორიაა. მათი თავიდან ამოშლაა საჭირო. დაიმახსოვრეთ, ძველი კავშირები კარგს არაფერს გიქადით.
10. ადამიანები, რომლებიც უაზროდ იკავებენ სივრცეს
დრო საკმაოდ შეზღუდული რესურსია. ის სწორად რომ განკარგო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდე, რისთვის ხარჯავ მას.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც დროს უაზროდ გაკარგვინებენ. შეეცადეთ, ასეთი მომაბეზრებელი პერსონაჟები რაც შეიძლება ცოტა გყავდეთ გვერდით.
არასრულფასოვანი ადამიანების წრეში ყოფნით თვენს ცხოვრებასაც არასრულყოფილს ხდით.
იყავით სხვებისთვის პოზიტიურობის მაგალითი.
თუ თქვენს პოზიტიურ გავლენას ადამიანი არ დაექვემდებარება, მისი ადგილი თქვენს საზოგადოებაში არ არის.
ამიტომ უკეთესია, მასთან ურთიერთობა საერთოდ შეწყვიტოთ.
ასევე ლოთებთან ნარკომანებთან ვიგოდნიკებთან მარიაჟებთან უვიცებთან უსაქმურებთან გამომძალველებთან უმადურებთან ბოღმიანებთან სხვის ჯიბეში ტუ ხელებში მაყურებლებთან მაცდურებთანთვალთმაქცებთან ზურგს უკან მოსაუბრებთან და სხვა ასეთებთან გაწყვითეთ კავშირები..

 
Σχόλια
tttaaammmiii 25.02.2019

samkaro savsea zemod chamotvlili kategoriebis adamianebit -amitob jobia avirchiot martooba :)

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά