დროა უინტერესო..დაემშვიდობო
40, Kutaisi, Γεωργία

8 ნიშანი იმის შესახებ, რომ დროა, უინტერესო, ყალბ, უმადურ, ხელის შემშლელ....მეგობარს, მეზობელს, კოლეგას, პარტნიორს, ნათესავს.. დაემშვიდობო (ამის გაკეთება ძალიანაც რომ გეძნელებოდეს)

1. ურთიერთობა ცალმხრივი გახდა
თუ ხედავ, რომ მეგობარს ძირითადად შენ ეკონტაქტები, იმის მიმანიშნებელია, რომ სათანადოდ არ გაფასებს. თანაც, ამ დროს დრამატულად კარგავ თვითშეფასებას. მით უმეტეს, თუ ამის შესახებ მასთან საუბრისას უკვე აღნიშნე და მისი მხრიდან ქცევის არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავ, უბრალოდ, თავის გზაზე გაუშვი.

2. ურთიერთობაში მანიპულირება და კონტროლი იჩენს თავს
შეეცადე, თქვენ ურთიერთობას „გარედან“ შეხედო: თუ აღმოაჩენ, რომ ბუნებრივად არ იქცევი და „შენ შენ არ ხარ“, ჩათვალე, არაჯანსაღი სიტუაციის გაღვივება ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ხომ არ მანიპულირებთ ერთმანეთით? თუ ასეა, რა არის ამის მიზეზი? ნამდვილი მეგობრობა ხომ ხასიათის სიღრმის გაზიარებას ემყარება და არა ერთმანეთის ექსპლუატაციას. თუ მსგავს სიტუაციაში ხარ, გირჩევთ, ამ ურთიერთობაზე კარგად დაფიქრდე.

3. ხვდები, რომ მის გუნდში ჩათრეული ხარ
მეგობრის გარემოცვაში ყოფნისას, თავს დამნაშავედ ხომ არ გრძნობ? ან, უბრალოდ, ხომ არ აცნობიერებ, რომ სხვადასხვა სტილის ადამიანები ხართ? თუ მისი ხასიათი ან ქცევა სადავოა, გახსოვდეს, რომ ეს შენ პიროვნებაზეც აუცილებლად აისახება. თუ ის და მისი წრის წარმომადგენლები რეგულარულად ბულინგს და სხვა ცუდ თვისებებს ავლენენ, შესაძლებელია, ხალხმა შენც მოძალადედ მიგიჩნიოს. ან, უარეს შემთხვევაში, ეს თვისებები მართლაც გადმოგედოს! როდესაც ადამიანების გარკვეულ წრესთან ერთიანდები და მათთან ასოცირებული ხდები, ფრთხილად უნდა იყო, რადგან ცუდი თვისებები განსაკუთრებულად იოლად გადამდებია.

4. თქვენ შორის შურის და შეჯიბრის გრძნობაა
ურთიერთობა მართლაც ჩიხშია შესული, თუ აცნობიერებ, რომ შენ და შენი მეგობარი ერთმანეთს მუდმივად ეჯიბრებით ან ერთმანეთის წარმატება გწყინთ. როდესაც გსურს, ადამიანს მუდმივად რამე დაუმტკიცო, ეს კომფორტულის ნაცვლად, საკმაოდ დამღლელია.

გახსოვდეს, მეგობრები ერთმანეთს კი არ ექიშპებიან, არამედ — ამხნევებენ!

5. მხოლოდ და მხოლოდ ისტორია გაერთიანებთ
ხანდახან, ბავშვობის მეგობრებს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებების გამო ვერ ველევით. თუმცა, რა აზრი აქვს ისეთი ურთიერთობის შენარჩუნებას, რომლის ერთადერთი პოზიტიური მხარე წარსულის ემოციებია? გახსოვდეს: აწმყოში ცხოვრობ, სადაც შენ, შენი მეგობარი და ზოგადად ცხოვრება, შესაძლოა, რადიკალურად სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდეთ.

ასე რომ, ისტორიული მნიშვნელობის გამო, გაფუჭებულ ან უინტერესო ურთიერთობებთან გამოკიდება ნამდვილად არ გჭირდება!

6. შენ ცხოვრებაში პოზიტივი აღარ შემოაქვს
არსებობს მომენტები, როდესაც საკუთარი თავის დაცვა მარტოებს გვიწევს. თუ მეგობარი იმის მეტს არაფერს აკეთებს, რომ დაგასუსტოს და იმედები გაგიცრუოს, საკუთარი თავის პატივისცემის ნიშნად, შენი ცხოვრებიდან აუცილებლად უნდა გაუშვა.

მეგობარი ცხოვრების ბუნებრივი დანამატია — ერთმანეთს კარგად ართობთ, აცინებთ თუ აქეზებთ, ურთიერთობაში ყველა ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი განსხვავებულია, თუმცა ფაქტია, რომ ეს კონტრიბუცია მხოლოდ პოზიტიური უნდა იყოს!

7. ნეგატიური სიტუაციები პოზიტიურს აჭარბებს
თუ ურთიერთობაში ცუდმა კარგი გადაწონა, თქვენი მეგობრობაც დაშლისკენ მიდის. კომუნიკაცია ორმხრივი სარგებელის მომტანი უნდა იყოს, ორივეს გაბედნიერებდეთ, ემოციური სიტუაციების და კონფლიქტის პროვოცირებას არასოდეს ახდენდეს. იშვიათად წაკამათება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ურთიერთგაგების მუდმივი პრობლემები აშკარად იმის ინდიკატორია, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობით.

8. შენ თვითშეფასებას აკნინებს
ნამდვილი მეგობრები ერთმანეთისთვის თანადგომის კრიტიკულ სისტემას ქმნიან. ეს, განსაკუთრებით დღევანდელ ცხვრებასთან ასოცირებულ სტრესულ პირობებშია აუცილებელი. პრობლემების, სირთულეების და ეჭვების გადასალახად, ყოველთვის გვერდში უნდა გყავდეს მეგობარი, რომელიც მორალურ მხარდაჭერას გაგიწევს. გახსოვდეს: მეგობრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი სწორედ ერთმანეთის თვითშეფასების ამაღლებაა.

მეგობართან განშორება ადვილი არასოდეს არ არის, თუმცა, თუ ის შენ თავდაჯერებულობას ებრძვის და ხედავ, რომ სურს, საკუთარ თავთან დისკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგაყენოს, მართლაც დროა, ხელი დაუქნიო!

 
Σχόλια
xevisberi3 25.08.2018

სად იპოვით ხოლმე ასეთ შედევრებს

Akaki Akaki 27.08.2018

am yvelaferze xalxi fiqrobs, zogs hgonia rom vinmes rames gamoaparebs..

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά