არსებობს 5 ფერის ზღვა
40, Kutaisi, Γεωργία

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რომ არსებობს 5 ფერის ზღვა, ესენია: თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე.

თეთრი ზღვა - ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შიგა ზღვა. გაწოლილია ბარენცის ზღვის სამხრეთით.

შავი ზღვა - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის.

წითელი ზღვა- (ვარაუდობენ, რომ სახელი ეწოდა ზღვაში მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალმცენარეების Frishodesmium erythraeum-ის არსებობის გამო, რომლებიც ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებენ), მდებარეობს ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვა არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სუეცის არხით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, ბაბ-ელ–მანდების სრუტით - ადენის ყურესა და არაბეთის ზღვას. ფართობი შეადგენს 438,000 კმ²-ს. სიგრძეში დაახლოებით 2250 კმ-ია, ხოლო სიგანეში 355 კმ. მისი მაქსიმალუირი სიღრმეა 2211 მეტრი, ხოლო საშუალო - 490 მეტრი.

ყვითელი ზღვა— ნახევრად-შიდა ზღვა წყნარი ოკეანის აუზში, აზიის სანაპიროებთან. ეკუთვნის 3 ქვეყანას: ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა. ფართობი — 416000 კმ², ყველაზე ღრმა ადგილი — 106 მ. ტემპერატურა წყლის ზედაპირზე თებერვალში 0-+8 C°, ხოლო აგვისტოში +24-28 C°. მარილიანობა — 24-36‰.

მწვანე ზღვა - სარგასოს ზღვა მდებარეობს ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, შემოსაზღვრულია დინებებით. დასავლეთით გოლფსტრიმის დინებით, ჩრდილოეთით ჩრდილოატლანტიკური დინებით, აღმოსავლეთით კანარის დინებით, სამხრეთით ჩრდილოეკვატორული დინებით. ზღვის სახელწოდება მოდის წყალმცენარე სარგასო-დან რომელიც ზღვას მწვანე შეფერილობას აძლევს

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά