ფარული აგრესია
40, Kutaisi, Γεωργία

ფარული აგრესია – ვლინდება ძირითადად ქალებში ვიდრე მამაკაცებში და ხდება უმეტესად ნაცნობებს/მეგობრებს შორის.

ღალატი – როდესაც ადამიანი დადებულ შეთანხმებას არღვევს ან სიტყვას ტეხავს;

გასაჭირში მიტოვება – როდესაც ადამიანი თავს არიდებს და მიატოვებს გასაჭირში მეგობარს;
ჭორაობა – ადამიანი სხვის პირად ინფორმაციას გამოააშკარავებს სხვებთან;
დამცირება – როდესაც ადამიანი სხვების თვალწინ შეურაცყოფას აყენებს ან ამცირებს სხვას;
ტყუილი – როდესაც „აგრესორი“ იტყუება მსხვერპლის შესახებ სხვებთან.
სოციალური უარყოფა – არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი შეგნებულად უარყოფს მეორე ადამიანთან ურთიერთობას და თავს არიდებს ან ხელს უშლის მის სოციალიზაციას (სოციალურ პროცესებში ჩართვას და მონაწილეობას). არსებობს ინტერპერსონალური და რომანტიული უარყოფა. ადამიანი შეიძლება უარყოფილი იქნეს სხვა ადამიანისგან, ადამიანებისგან ან სოციალური ჯგუფისგან. სოციალური უარყოფა შეიძლება გამოიხატოს:

ფიზიკური ძალადობა;
გაჯავრება;
დაცინვა/მასხრად აგდება;
იგნორირება – ეს უარყოფის პასიური ფორმაა და გულისხმობს ადამიანის პიროვნების იგნორირებას საზოგადოებაში.
ადამიანის უარყოფა განსაკუთრებით საშიშია თუ დიდ ხანს გრძელდება, რადგან მას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს: საპასუხო აგრესია, დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, ეულობის მუდმივი განცდა.

სოციალური აგრესიის მიზეზები განსხვავებულია: რასა, რელიგია, სქესი, სექსუალობა, შესაძლებლობები და სხვა.

აგრესიას აქვს თავისი სოციალური და ბიოლოგიური საფუძველი.

აგრესიის განმაპირობებელი სოციალური ფაქტორებია:

სიღარიბე;
იმედგაცრუება;
ფიზიკური ტკივილი;
მედიაში ძალადობის პრომოცია (ტელევიზიაში და პრესაში ძალადობის ამსახველი მასალების გავრცელება);
ბავშვებში არასტაბილური გარემო (საცხოვრებელის, სკოლების სხშირი შეცვლა);
ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა;
ცხოველების წვალება და მათზე ძალადობა;
მშობლების და ახლობლების კრიმინალური ქცევა;
დაბალი სოციოეკონომიური სტატუსი.
აგრესიის განმაპირობებელი ბიოლოგიური ასპექტები:

ანდროგენები – (მამაკაცის სასქესო ჰორმონები);
ანდროგენული ან ანაბოლური სტეროიდების გამოყენება (ზოგჯერ იყენებენ ბოდიბილდერები კუნთების განვითარებისთვის);
ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება (მცირე რაოდენობით, პირიქით თრგუნავს აგრესიულ ქცევას);
ბარბიტურატების დიდი რაოდენობით მიღება (მცირე რაოდენობით გამოყენება თრგუნავს აგრესიას);
კოკაინი;
ამფეტამინი;
ფენილციკლიდინი.
აგრესიას თრგუნავს სეროტონინი და გამა-ამინო ერბოს მჟავა(GABA). დოფამინი და ნორადრენალინი აძლიერებს აგრესიას.

აგრესიული ქცევის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ წარსულში გადატანილი თავის ტრავმა.

ბიოლოგიურად მომატებული ანდროგენების დასაქვეითებლად შესაძლებელია ესტროგენების, პროგესტერონის, და ანტიანდროგენების გამოყენება.

აგრესიის გამოვლინებაა ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ბავშვების მიმართ, ზრდასრულების და მოხუცების მიმართ. ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ოჯახის წევრები ხდებიან.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά