რითი გძინავს!
40, Kutaisi, Γεωργία


ქალები

თუ ქალი უპირატესობას ანიჭებს ნაზი ქსოვილის პიჟამას, ესე იგი მას რბილი ხასიათი აქვს, კეთილშობილია და დამთმობი. იგი კონფლიქტებს ერიდება და ცდილობს კომპრომისს მიაღწიოს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც მძიმე წუთებში დაუფიქრებლად მიმართავს. ასეთ ქალს უყვარს სახლში ჯდომა, ასევე დიდი სიამოვნებით დადის წვეულებებზე და მოგზაურობებში.

მსგავსი ხასიათი აქვთ იმ ქალებსაც, ვისაც მაისურით სძინავს. ისინი, როგორც წესი კომუნიკაბელურები არიან და მეგობრებისა და კოლეგების პატივისცემით სარგებლობენ. მათ მყარი ხასიათი აქვთ, ამასთან ასეთ ადამიანებს დიპლომატიურობა ახასიათებთ და საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან გამონახავენ.

სხვა საქმეა ქალები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გრძელ ღამის პერანგებს. ასეთი ქალბატონები საკუთარ სილამაზეზე ზრუნავენ და სენტიმენტალურობით ხასიათდებიან. მოკლე და გამჭვირვალე ღამის პერანგები კი, აცვიათ ქალურ და მგრძონობიარე არსებებს, რომლებისთვისაც ყველაზე მთავარი მამაკაცის სიყვარული და კომპლიმენტებია.

ყოველგვარი სამოსის გარეშე დაძინებას კი, ამჯობინებენ არაპროგნოზირებადი ქალბატონები. მათ ახასიათებთ ადამიანებისადმი ნდობა. მათ შეუძლიათ საიდუმლოებების შენახვა, ვერ იტანენ ჭორებს და ინტრიგებს და არ პატიობენ ღალატს.

მამაკაცები

მამაკაცები, რომლებსაც მხოლოდ ტრუსით სძინავთ, ხასიათდებიან მზრუნველობით. ასეთ კავალერს არასდროს გამორჩება დაბადების დღის მოლოცვა, სიამოვნებით გაიცნობს თქვენს მეგობრებს. ასეთ მამაკაცებს უყვართ სისუფთავე და წესრიგი.

თუ მამაკაცი პიჟამას ირჩევს, ეს მიუთითებს მის მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობაზე. როგორც წესი, ასეთი მამაკაცი დაკავებულია სპორტით. პიჟამას უპირატესობას ანიჭებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომლებსაც ცხოვრებაში ერთხელ უყვარდებათ ანუ მონოგამები არიან.

თუ მამაკაცს მხოლოდ მაისური აცვია, ესე იგი, იგი გარშემომყოფთა აზრით არ ინტერესდება. ის შესაძლოა იყოს სახლში ჯდომის მოყვარული და ამავდროულად კეთილი ადამიანი.

შიშველ მდგომარეობაში კი, ხელოვან მამაკაცებს სძინავთ, რომლებსაც მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. ისინი თავდაჯერებულობით გამოირჩევიან და მიჩვეულები არიან მიიღონ ყველაფერი, რაც სურთ. ამასთან, ასეთი მამაკაცები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს.


 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά