დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
40, Kutaisi, Γεωργία

ქალებში. თავის ტკივილებიდან მას ყველაზე მეტი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის. ხელშემწყობი ფაქტორებია: დაბალი ფიზიკური აქტივობა, სტრესი, ემოციური დაძაბულობა, დეპრესია, შფოთვა, შიმშილი, უძილობა, მძიმე ან მოუხერხებელი ფიზიკური დატვირთვა, ქვედა ყბის დაჭიმვა, თვალების გადაღლა, მედიკამენტები, ხვრინვა და ძილის აპნოე. დიაგნოზი ისმება კლინიკური გასინჯვის შედეგად. ტკივილი შეიგრძნობა შუბლში, საფეთქლებში; ხშირად მთელ თავს მოიცავს; არცთუ იშვიათად "მოგზაურობს" (იცვლის ადგილს); ზოგჯერ ვრცელდება კისრისკენ ან მისგან მომდინარეობს. მდებარეობით ორმხრივია, ხასიათით - მოჭერითი ან დამწოლი, ინტენსივობით - მსუბუქი ან ზომიერი. შაკიკისგან განსხვავებით, არ აქვს წინმსწრები სიმპტომები და აურა. ტკივილს არ აძლიერებს ფიზიკური აქტივობა, არ ახლავს გულისრევა და ალოდინია, არ ახასიათებს ძლიერი სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. კლინიკური ვარიაბელობისა და სპეციფიკური ნიშნების არარსებობის გამო დიაგნოზი ძირითადად დედუქციურია. იშვიათი, ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება. შესაძლოა, განვითარდეს თვეში ერთხელ. ხშირი ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება. ტკივილიანია თვეში 1-15 დღე (3 თვე ან მეტხანს) წელიწადში 12-180 დღე. ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი: ტკივილიანია თვეში 15 დღე (3 თვე ან მეტხანს) წელიწადში დაახლოებით 180 დღე ან მეტი. გამორიცხული არ არის მსუბუქი გულისრევა. მართვის მთავარი ინსტრუმენტებია: პაციენტის გამხნევება, პრობლემის დეზაქტუალიზაცია, სტრესის მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. თავის ტკივილი ხშირად ადვილად იხსნება მარტივი ტკივილგამაყუჩებლებით. დამოკიდებულების ადვილად აღმოცენების გამო არ არის რეკომენდებული კომბინირებული (განსაკუთრებით - ოპიოიდების და ბარბიტურატების შემცველი) პრეპარატები. ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი მოხმარებისა და გაჭიანურებული, ხშირი, შეუპოვარი ფორმების დროს სასურველია არაფარმაკოლოგიური (ფსიქოფიზიოლოგიური, კოგნიტურ-ბიჰევიორული, ფიზიკური) მეთოდების პრევენციულ ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან შეუღლება. აუცილებელია თანმხლები დეპრესიის, შფოთვის, ემოციური დარღვევების, უძილობის გამოვლენა და მკურნალობა. დაბოლოს, რას ელის თავის ტკივილით შეპყრობილი ადამიანი მკურნალი ექიმისგან? განსაკუთრებულ ყურადღებას; ყველა სატკივარისა და საწუხარის მოსმენას; იდეების, ეჭვების, მოსაზრებების, მოლოდინების გაზიარებას; შენიშვნებს ცხოვრების წესის თაობაზე; "საუკეთესო" წამალს და კარგად განმარტებულ მკურნალობის სქემას; წამლების შესაძლო გვერდით მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას. რაც შეეხება მკურნალობას, ერთი შეხედვით, თავის ტკივილი პრობლემას არ წარმოადგენს - დალევ ტკივილგამაყუჩებელს და ისიც გაივლის. მაგრამ თუ სტატიას გულდასმით გაეცანით, ალბათ უკვე იცით, რომ ნებისმიერ ტკივილს, მათ შორის - თავის ტკივილსაც, ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება - ამგვარად მას უფრო ადვილად და ნაკლები ხარჯით დაამარცხებთ. გისურვებთ, არასდროს აგტკივებოდეთ თავი!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά