ოქროს თევზი
40, Kutaisi, Γεωργία

თევზაობის დროს , როდესაც ოქროს თევზის დაჭერა გსურთ და ამ დროს სხვა თევზს იჭერთ , რომელიც არ გიყვართ , არ გჭირდებათ , რადგან სულ სხვა მიზნით ხართ დაკავებული . მაგრამ სანამ იმ სასურველ თევზს დაიჭერთ , ამ თევზს უკან წყალში კი არ აგდებთ , არამედ ათვალიერებთ , როგორ ფართხალებს , როგორ სუნთქავს . ის წყალს რომ მიუახლოვდეს განწირულად ფართხალებს და თქვენ მას ხელს უშლით და უკან აბრუნებთ , რომ კიდევ დაათვალიეროთ აბა როგორ იბრძოლებს , შემდეგ როდესაც მას ძალა ეცლება , გეცოდებათ და ისევ წყალში აგდებთ ნახევრად განადგურებულ თევზს . ეს რა არის ? მოგწონთ თქვენი საქციელი ? სადიზმს გავს ხო ? და თქვენ გგონიათ რომ იქროს თევზს დაიჭერთ ? აი ესე იქცევიან ხოლმე ზოგიერთები თავიანთ პარტნიორებს ან იმათ , ვისაც ისინი უყვართ . ოღონდ განსხვავება იცით რაშია ? იმაში , რომ როდესაც ეს თქვენს თავს ხდება ხომ უნდა აწიოთ ერთი ადგილი და გაეცალოთ ესეთ ადამიანს ? თუ თქვენც თევზები ხართ ? არა , თქვენ ქალთევზები ხართ , რომლებსაც ფეხების მაგივრად თევზის კუდი აქვთ და ურტყავთ ამ კუდს მეთევზეს , სთხოვთ რომ თუ არ სჭირდებით წყალში გაგიშვათ , თავისუფალ ოკეანეში . ფეხები არ გაქვთ თქვენ და ამის ბრალია . სულ მუდამ ვიღაც დაგჭირდებათ , რომელიც თავის ნებაზე გატარებთ . წყალში კარგად , ლამაზად ჩანხართ , ცურვაც კარგი იცით , მაგრამ ხმელეთზე ვერ იარსებებთ , ყოველთვის ვიღაც იქნება საჭირო , რომ გადაგარჩინოთ , დიდი ლამაზი აუზი გაგიკეთოთ და თან წაგიყვანოთ . ფეხები არ გაქვთ თქვენ , ვინმეზე კი არა , ფეხებზე ინატრეთ !

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά