ალკოჰოლი წამლებთან შეუთავსებელია
40, Kutaisi, Γεωργία

წამალი და ალკოჰოლი ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათი ერთდროულად მოხმარება შეიძლება, საკმაოდ უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზოგ შემთხვევაში, წამლის მოქმედების დაქვეითება, ზოგში კი – გაძლიერება ხდება.
მაგალითად:
* ასპირინისა და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება, კუჭის წყლულის ჩამოყალიბება გამოიწვიოს;
* სპირტიან სასმელებთან ერთად არანარკოტიკული ანალგეტიკების (ანალგინი, ამიდოპირინი, პარაცეტამოლი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი) მიღება იწვევს ტაქიკარდიას (გულის ცემის აჩქარება), მოთენთილობას, ყურებში ხმაურის შეგრძნებას;
* პარაცეტამოლისა და ალკოჰოლის `შეერთება~ იმდენად ტოქსიკურია, რომ მინიმალურ დოზებშიც კი შეიძლება, ღვიძლის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს;
* ალკოჰოლი ნებისმიერი წამლის ალერგიულ რეაქციას აძლიერებს;
* ალკოჰოლი რამდენჯერმე აძლიერებს სისხლის შედედების უნარის დამაქვეითებელი პრეპარატების მოქმედებას (დიკუმარინი, ნეოდიკუმარინი, სინკუმარი და სხვა), რასაც შეიძლება მოჰყვეს ძლიერი სისხლდენა და სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში, მათ შორის ტვინში;
* ალკოჰოლის ფონზე იცვლება ბევრი ანტიბიოტიკის მოქმედება: დოკსიცილინი – სუსტად მოქმედებს; ლევომიცეტინი – იწვევს წამოხურებას, კანკალს, გულისცემის შეგრძნებას, თავში ხმაურს; მეტრონიდაზოლის და ფურაზოლიდონის მოქმედება სრულიად იცვლება. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მიღება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს;
* ალკოჰოლი აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მოქმედებას (საძილე, სედატიური და სხვა ფსიქოტროპული პრეპარატები, სიცხის დამწევები, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებლები ანუ ანალგეტიკები). ცნობილია მრავალი შემთხვევა, როცა ამ წამლების აბსოლუტურად უვნებელმა დოზებმა ალკოჰოლთან ერთად მიღებისას, მძიმე შედეგები და სიკვდილიც კი გამოიწვია;
* საძილე საშუალებებისა და დამამშვიდებლების ალკოჰოლთან ურთიერთმოქმედება იწვევს კოორდინაციის ძლიერ დარღვევას, ძილიანობას და შეიძლება, სავალალო შედეგით დასრულდეს;
* კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კლონაზეპამი), საძილე, ტრანკვილიზატორი (დიაზეპამი და სხვა) ალკოჰოლის გავლენით, სუნთქვის ცენტრის ძლიერ დათრგუნვას იწვევს და ხშირად, კომატოზური მდგომარეობის განვითარებას განაპირობებს;
* ალკოჰოლი ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიმედროლი, სუპრასტინი და სხვა) მომადუნებელ მოქმედებას აძლიერეს;
* ძალზე საშიშია აკლოჰოლისა და ანტიდეპრესანტების ერთად მიღება: ლუდის ან ღვინის სულ უმნიშვნელო დოზამაც კი შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და ჰიპერტონიული კრიზი; ამასთან, ეს საშიშროება პრეპარატის მოხსნიდან 2 კვირის მანძილზე გრძელდება;
* რეზერპინის, ადელფანის, კლოფელინის, გემიტონის, დოპეგიტის ალკოჰოლთან ერთად მიღება იწვევს წნევის მკვეთრ დაცემას და ზოგჯერ, კოლაფსსაც კი;
* ალკოჰოლისა და ნიტროგლიცერინის ან პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა პრეპარეტების, ასევე – სპაზმოლიტიკური საშუალებების ერთდროულად მიღება იწვევს სისხლძარღვების ისეთ ძლიერ გაფართოებას, რომელმაც შეიძლება, სისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი) გამოიწვიოს; ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება;
* შარდმდენი საშუალებებით მკურნალობისას ალკოჰოლის ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება განაპირობოს მძიმე მოვლენები: ძილიანობა, ღებინება, არტერიული წნევის ვარდნა, გულის მწვავე უკმარისობა;
* მთელი რიგი პრეპარატები ორგანიზმზე ალკოჰოლის მოქმედების გაძლიერებას იწვევს; ამ პრეპარატებს შორისაა: ამინაზინი, კეტოტიფენი, ცერუკალი (რეგლანი), ციმეტიდინი, ბრომოკრიპტინი, კოდეინი;
* სპირტიან სასმელებთან ერთად ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს: თრომბოფლებიტის, კრუნჩხვების, კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პროვოცირება.
აუცილებელია იცოდეთ:
*ალკოჰოლი+ასპირინი=კუჭის წყლულს;
*ალკოჰოლი+კოფეინი, ეფედრინი, თეოფედრინი, კოლდრექსი, წნევის ამწევი საშუალებები=ჰიპერტონიულ კრიზს;
*ალკოჰოლი+შარდმდენები, წნევის დამწევები=არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას;
*ალკოჰოლი+პარაცეტამოლი (პანადოლი, ეფერალგანი)= ღვიძლის ტოქსიკურ დაზიანებას;
*ალკოჰოლი+შაქრის დამწევი საშუალებები (ინსულინი და აბები) = სისხლში შაქრის შემცველობის მკვეთრ დაცემას, კომას;
*ალკოჰოლი + ნეიროლეპტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები=ინტოქსიკაციას;
*ალკოჰოლი+ საძილეები, ტრანკვილიზატორები=ინტოქსიკაციას, ტვინისმიერ კომას;
*ალკოჰოლი+ანტიბიოტიკები, სულფანლამიდები=წამლის აუტანლობას, სამკურნალო ეფექტის არქონას;
*ალკოჰოლი+ნიტროგლიცერინი, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებები =ტკივილის სინდრომის გაძლიერებას და ალერგიულ რეაქციას.

წამლები, რომელიც დაგეხმარებათ..მგზავრობისთვის შეიძინეთ პრეპარატები, რომლებიც ვესტიბულური აპარატის მგრძნობელობას აქვეითებს.

• დრამინა, ბონინი და კინედრილი (ეს ანტიჰისტამინური პრეპარატები აფთიაქებში იყიდება, როგორც რწევის საწინააღმდეგო საშუალებები. ისინი
მგზავრობამდე მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა მიიღოთ);
• აერონი, ბელატამინალი და ბელასპონი - ბელადონას ალკალოიდებით;
• პრეპარატები - ავია-მორე, კოკულინი და ვერტიგოხელი;
• ბიოდანამატი "თანამგზავრი" კოჭას გასუფთავებული ფესვურით და გვირილის ფოთლებით (მიიღება 1-2 ტაბლეტი მგზავრობამდე 30 წუთით ადრე).
უკიდურეს შემთხვევაში გამოგადგებათ ვალიდოლი ან ვალოკორდინი. შეგიძლიათ მიიღოთ ასევე დიმედროლი ან სუპრასტინი. ეს მედიკამენტები ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებია, მაგრამ რწევის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვთ. გიშველით ცერუკალიც, რომელიც, ჩვეულებრივ, გულძმარვის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ძლიერი პირღებინება შესაძლოა დაცხრეს, თუ დაყნოსავთ ნიშადურის სპირტში დასველებულ ბამბას. ასე რომ, შეგიძლიათ, ის წინასწარ მოიმარაგოთ.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά