მოდი, დავქორწინდეთ.
40, Kutaisi, Γεωργία

მოდი, დავქორწინდეთ.

მე, არც ისე მხევალი ღვთისა, ვდგავარ შენ წინ
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენთან ერთად
არც ჭირში და არც ლხინში
და დაგშორდები ძალიან ბევრჯერ,
სანამ სიკვდილი დაგვაშორებდეს.

მე, არც ისე ლამაზი და არც ისე თეთრკაბიანი,
ვდგავარ შენ წინ
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენი ერთგული,
და მრავალი მესამის ჩრდილი
რიგრიგობით დატოვებს ჩუსტებს
ჩვენი საწოლის ორივე მხარეს.
და ყველა ჩვენი ღამე, პირველის ჩათვლით,
იქნება უკანასკნელი.

მე, არც ისე მდედრობითი და არც ისე დედობრივი,
პირობას ვდებ, რომ არ გაგიჩენ შვილებს,
არ დავარქმევ შენი მშობლების სახელებს,
არ გადავუხდი დაბადების დღეებს,
არ გავზრდი საამაყოებს და სასიქადულოებს
და არ გავგზავნი სადმე უცხო ქვეყანაში სასწავლებლად
და არ გავგზავნი არცერთ ომში და არცერთ სიკვდილში
და არდაბრუნებულების ფოტოებს
არ შევინახავ კარადის ქვედა მარჯვენა უჯრაში
წინდებსა და საცვლებს შორის,
და როცა დავბერდებით,
არ გვეყოლება მე და შენ არავინ, ვინც ერთმანეთს გაგვახსენებს.

თუმცა მე, არც ისე ახალგაზრდა და არც ისე ჯანმრთელი,
პირობას ვდებ, რომ შენთან ერთად არ დავბერდები,
არ მივეჩვევი შენი სხეულის სუნს და ნაოჭებს ტუჩების გარშემო,
არ გავაკეთებ შენს საყვარელ საჭმელებს,
არ ვუყურებ შენთან ერთად ტელევიზორს,
არ მივაჩვევ თვალს მაგიდაზე შემოწყობილ შენს ფეხებს
ქუსლგამოხეული წინდებით,
არ მოვირგებ შენს სათვალეს, როცა ჩემი სადღაც გაიბნევა,
და არ ვიცნობ შენი ნაბიჯების ხმას,
არ დაველოდები შენს დაბრუნებას საღამოობით
და არ ვიტირებ, თუ არ დაბრუნდები,
და არ ვიზრუნებ შენზე,
არ მოგივლი ავად ყოფნისას და არც ძალიან ავად ყოფნისას,
და როცა მოკვდები,
მე, არც ისე შავკაბიანი,
არც გაგაცილებ.

ახლა, როცა შენ წინ ვდგავარ მე, არც ისე შესაყვარებელი,
არც ისე სათნო და მზრუნველი და საიმედო და წესიერი,
პირობას ვდებ, რომ ვიქნები შენთან ერთ ხორც და არა ერთ სულ,
რადგან არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა,
მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის;
და ვდგავარ შენ წინ და პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ,
როცა ჩემკენ დაიხრები,
პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, როცა მკლავებს მომხვევ
და ყელზე თითებს ჩამომისვამ,
პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, როცა შენს ტანსაცმელს
ჩემი კაბის გვერდით იატაკზე დაყრი,
და პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, თუ ჩაგეძინება
და საერთოდ, არასოდეს გიყურებ, როცა გძინავს,
არ შეგიყვარებ, როცა გძინავს,
და საერთოდ, პირობას ვდებ, რომ
არ შეგიყვარებ,
არ შეგიყვარებ.
არ შეგიყვარებ.

და ახლა, როცა შენ წინ ვდგავარ,
და ყველა პირობას ვდებ, რომლის შესრულებაც არ შემიძლია,
თუ თანახმა ხარ,
შეგვიძლია ერთმანეთს ვაკოცოთ.
დანარჩენი – როგორც წესია:
ღმერთმა დაგვლოცოს,
თუ რაღაც ასე.

 
Σχόλια
Ninucanii 22.07.2018

გამარჯობა ეს ჩანაწერი მე დავამატე ჩემს ბლოგზე იქამდე სანამ თქვენ დაამატებდით, მაგრამ მე არ დავაბოლოვე რადგანაც ესე უფრო მომწონს, ისე საკმაოდ განსხვავებული და არაამქვეყნიური სიტყვებია მაგრამ მაინტერესებს ვინც დაწერა რატო დაწერა რა შეგრძნებების საფუძველზე.. ხომ არ იცით ვისი სიტყვებია

Akaki Akaki 23.07.2018

ავტორი:ლია ლიქოკელი

მე ავიღებ მაშინ და შენ დადე სრულად შენთან..

Ninucanii 24.07.2018

Ara tqven gedot ar washalot
Didi madloba avtori mecodineba dgeidan

Akaki Akaki 24.07.2018

fiqrob daqorcinebaze?

Ninucanii 24.07.2018

Raze kamatoben?

Akaki Akaki 24.07.2018

რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით ნაკლებია მამაკაცებში დაოჯახების სურვილი. ყოველდღიური ცხოვრება უამისოდაც მოწესრიგებული აქვთ. არც მშივრები კვდებიან და არც დაუბანელები დადიან. სექსზე საერთოდ არც ღირს ლაპარაკი, ისეთი ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია. ასე რომ, მამაკაცის გულისკენ სავალ გზას მის კუჭზე ნუღარ დაუწყებთ ძებნას.

Ninucanii 24.07.2018

Rac upro mets vpiqrob daqorwinebaze mit upro metad miqreba survili

Akaki Akaki 24.07.2018

ბრიტანული ჟირნალის გამოკითხვით ჩატარებული კვლევა. კვლევა ეხება წყვილების კამათს ''რაზე კამათობენ ყველაზე ხშირად შეყვარებულები''

1) უყურადღებობა

2) ბევრი ყურადღება

3)დაოჯახების სურვილი

ეს ის სამი ძირითადი რამ ყოფილა რაზეც კამათობენ .თუმცა ეს ჩვენ მენტალიტეტს არ შესაბამება .ჩვენთან სხვა მიზეზებზე კამათობენ შეყვარებულები,

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά