ყველაფერს თავისი სახელი ქვია
40, Kutaisi, Γεωργία

სიტყვა მაფია იშიფრება როგორც Morte Alla Francia, Italia Avanti" ("სიკვდილისაფრანგეთს, წინიტალია!").

საზოგადოება, რომელიც "მაფიასა - ოჯახურ ღირებულებებში" დადის, თავი მოწონს, ჭამს, სვამს და თუნდაც ამაზე ეცინება - ძალიან ღრმა და სერიოზულ კრიზისს განიცდის! ეს საზოგადოებაც აღარ არის, ეს - უზნეო, უგუნური და გაუნათლებელი ადამიანების ჯგუფია, რომელიც საქართველოში არსებული საზარელი კრიმინალური სურათის ფონზე "ერთ მეტრიანი პიცით" იყორავს მუცელს და უამრავი ნატანჯი ადამიანის სისხლზე ხითხითებს და უვლის დავლურს!

კრიმინალი ყველაგან არის, ადამიანებსაც კლავენ, ძალადობაც არსებობს, მაგრამ ვიდრე ამ ყველაფერს თავისი სახელი ქვია და კრინიმინალი, ფაშისტი, მაფიოზი, რასისტი, ქურდი, მკვლელი და ა.შ - საზოგადოების მიერ დაგმობილია - შეიძლება ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში თავი მეტ-ნაკლებად მშვიდად და დაცულად იგრძნო! მაგრამ რა ქვია იმ ბეც, უვიც და უზნეო ადამიანთა ჯგუფს (საზოგადოებას ამას ვერ დავუძახებ), რომელიც "მაფიასა" და "ოჯახურ ღირებულებებს" არხეინად უკავშირებს ერთმანეთს და მერე ამ ყველაფერს ტაშს უკრავს? ამიხსენით, რა კავშირი აქვს მაფიას ოჯახურ ღირებულებებთან? ან საეროდ რაიმე ღირებულებასთან... ნუთუ ეს სასაცილოა (თუ ვინმე უნიჭო ოინბაზმა ეს ხუმრობად ჩათვალა)? იქნებ გაგვეხსნა კიდევ ბანკი "ობშიაკი - ნულოვანი კრედიტები"... ქორწინების სახლი "ვენდეტა - ქალიშვილობის ინსტიტუტი"... ბავშვთა გასართობის ცენტრი "ჰოლოკოსტი - გერმანულის ენის შესწავლით"... სტალინის სახელობის სასულიერო აკადემია... და ვნახოთ მერე, ვინ დაგვცინებს!

სოციალური უპასუხისმგებლობისა და სიბეცის ამ აპოგეას ბევრი მიზეზი აქვს.
სათითაოდ რომ მოვყვე, ალბათ პირველ რიგში, მაინც ზედა ეშელონებისკენ მომიწევს თითის გაშვერა. გასაგებია, რომ კერძო ბიზნესში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და ზნეობრივი პოლიციის როლი არ უნდა ითამაშოს, მაგრამ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც საქმე გვაქვს აშკარად ფაშისტურ, რასისტულ, დამნაშავეობრივი ეთიკის დემონსტრირების ფაქტებთან - რას აკეთებენ ამ დროს სამართალდამცავები? საკანონმდებლო ბაზა, რამდენადაც ვიცი, არსებობს (ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ აქტივობებთან დაკავშირებით). მარტივი მაგალითს მოვიყვან: ავსტრიასა და გერმანიაში ფაშისტური პარაფენალიის ნებისმიერი მიზნით გამოყენება (მათ შორის გაშარჟების) ჯარიმით ისჯება, განმეორების შემთხვევაში - ციხეშიც ამოყოფ თავს. ასე იცავს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს იმ უზნეო პიროვნებებისგან, რომლებსაც ტირანია, ძალადობა, კაცთმოძულეობა რაიმე მიზნით გამართლებულად მიაჩნიათ და შეუძლიათ თავიანთი ავადმყოფური იდეებით წააქეზონ დანაშაული! და ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ უნდა იცავდეს სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს ექსტრემისტული ჯგუფებისგან, დამნაშავეობრივი ეთიკისგან. სახელმწიფო რომელიც ამ ფუნქციას, ვერ ან არ ასრულებს ყველა იმ ძალადობის, შეურაცხყოფის, დანაშაულის თანამონაწილეა, რომელსაც ბოლო დროს ყოველი ფეხის ვხვდებით სექსუალური, რელიგიური უმცირესობების, სოციალურად დაუცველი ფენების, უბრალოდ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ეწერებიან მოძალადეთა ეთიკის, უფრო სწორად, არაეთიკურობის კონტექსტში.

დავუბრუნდეთ "მაფიის" თემას, რომელიც თურმე საერთოდ არ გულისხმობს "იარაღების ტრიალსა და შურისძიებებს" და უბრალოდ "ჭეშმარიტად იტალიური" სახელია ლაუნჯ-ბარისთვის, სადაც ქართული "შოუ-ბიზნესის მაფია" იკრიბება... Music Box-ის სატელევიზიო სიუჟეტის პირველივე წინადადებაში ამდენი სიბრიყვისა და უმეცრების ერთად მოსმენა, რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელია! უფრო მეტიც, რომელიმე იტალიელს ეს რომ გადაუთარგმნოთ - ფაქტიურად, დიპლომატიური სკანდალია!

 
Σχόλια
Akaki 13.06.2018

ჩემი სიტყვები არ არის

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά