ადამიანები ხომ ოპტიმისტები(ც) ვართ!!
54, Tbilisi, Γεωργία

ნუ იკვებები ჩემი დარდით,მე უნაყოფო ხე ვარ!
იყიდე ფერადი ბუშტი და მხარზე მიმაგრე,
სასაცილოები არიან ადამიანები,
გეუბნებიან „სწორი“ გზით იარეო,მერე გითვალთვალებენ როდის გადაგიტრიალდება ფეხი,
რომ გითხრან „ხომ გეუბნებოდიო“,
როცა შემატყვე რომ წელში მოვიხარე და წონასწორობას ვკარგავდი,
მაშინ სად იყავი მეგობარო?!
ბოლომდე წელში ვერასოდეს ვიშლები,
ყოველთვის რჩება რაღაც,რასაც ჰაერი ვერ შეამსუბუქებს
და მე უნდა ვატარო,
(შენ ერთადერთი მარადიული სუბსტანცია ხარ)
ვაგროვებ ქუჩებს,სახლებს,ადამიანებს,მისამართებს,ხმებს
ჩემი მეგობარი თავს იმით იმშვიდებს რომ ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი,
ოპტიმისტები არიან ადამიანები!
იყიდე ფერადი ბუშტები და მხარზე მიიმაგრე,

მერე ის გოგო გამოიხმე ვიზეც მთელი დღეებია ფიქრობ,
რაც შეილება მაგრად ჩაკიდე ხელი!

ყოველდღე ვფიქრობ ჩემს ძაღლზე,რომელიც მანქანამ გაიტანა,
ჩვენ ერთად გავიზარდეთ!

მგრძნობიარეები არიან ადამიანები,
აუცილებლად ჭირდებათ ვიღაც,ვისაც მხარზე თავს ჩამოადებენ,
ერთ მშვენიერ დღეს მე შენ გიპოვი,

გაისეირნეთ ქალაქში,როცა წვიმს
და კანტი-კუნტად კვათავენ ქუჩას გამვლელები,
გაგიკვირდება იმდენ რამეს შეამჩნევ და აღმოაჩენ,
სასურველია საღამოს თეატრში წახვიდე
იგი უფრო აზარტულს ხდის საკუთარი(ან ვისიც გნებავთ იმისი)თავის ძიების პროცესს.

ხელს ნურასოდეს ჩაიქნევ!!
ადამიანები ხომ ოპტიმისტები(ც) ვართ!!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά