ფსიქოლოგი_  მე სიგიჟემდე მიყვარს მწეველი ქალები!))
54, Tbilisi, Γεωργία


მე სიგიჟემდე მიყვარს მწეველი ქალები!))

მათში არის რაღაც ამოუცნობი - კვამლისგან და რაღაც პროზაული - საფერფლესგან. მართალია, ბოროტი ენები თავხედურად ამტკიცებენ, რომ მწეველი ქალი არ გამოიყურება ახალგაზრდა არამწეველ ქალის ფონზე. სამაგიეროდ როგორი ეფექტურია! ირგვლივ კვამლი, კვამლი, კვამლ, შუაგულში კი ის - უბრალო და საქმიანი, როგორც ქარხნის ერთადერთი საკვამური. ხოლო როგორ გავლენას ახდენს მისი გამორჩეული ხველება! ხოლო თუ კი მას აკოცებ, აღფრთოვანებულს დაგტოვებს. არიან, რათქმაუნდა ძვლის ტვინამდე გაფუჭებული მამაკაცები, რომლებსაც ნაზი, ბარხატისებური კანი და მიმზიდველი თეთრი სახის შეფერულობა უფრო მოსწონთ. მაგრამ პირადად მე ეს თეთრი ფერი უფრო მაღიზიანებს! საქმე მწეველი ქალის მომწვანო-ტალახისფერ სახეშია და და ყვითელ-ფერფლისფერ კბილებში! ბაბა-იაგის გახსენება არც კი გვჭირდება! აი ისიც შენს გვერდით, შენს მკლავებში. დაე გამოწურული, დამჭკნარი, გამომწვარი, როგორც ბიჩოკი, ხერხემლამდე, სამაგიეროდ როგორი ახლო, შენი, მონათესავე სული, ნიკოტინით გაჟღენთილი! მისთვის არ არის საჭირო თხზავდე უაზრო ლექსებს, დარბოდე ქალაქში პირველი მიხაკისთვის, მიგყავდეს ხელში აყვანილი საქორწინო სახლის კარამდე! უბრალოდ გინდა მაგრად მოეხვიო, ჩაეხუტრო და ნაზად ჩასჩურჩულო მოყვითალო ყურში: " მოწიე, ძვირფასო! შეგერგოს! ცხენები უკვე გადაშენდნენ."

 
Σχόλια
Mari 10.03.2014

" მოწიე, ძვირფასო! შეგერგოს! ცხენები უკვე გადაშენდნენ." :))))

tagana22 11.03.2014

ავტორს არ უყვარს მწეველი ქალებიი.,. სათაურშივე დაგვაბოლა., " მოწიე, ძვირფასო! შეგერგოს! ცხენები უკვე გადაშენდნენ." :))

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά