31.05.2013
cools
33, Tbilisi, Γεωργία

შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი

და დაქანცული სულის გოდება....

ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი

გაამინდებას რომ ელოდება....


მწვანე თვალების წვიმიან მაისს,

რა საოცარი სცოდნიათ გზები_

მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც

რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები....

და როცა სული მიიწევს მაღლა

და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები-

მიყვარხარ-მეთქი რომ გითხრა ახლა

მითხარი, ხომ არ დამემდურები?...


თუ გაზაფხული ყვავილობს შენში

და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი,

სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში

ხომ არ იქნება დანაშაული?


თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,

შენი თვალების მორევს დავიტევ,

შენი ტუჩების თუ გამყვა გემო

მითხარი ,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?


და მაინც სული მიიწევს მაღლა,

და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები...

მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა

მითხარი, ხომ არ დამემდურები?

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά