31.05.2013
ufulo mdidari
33, Tbilisi, Γεωργία

ჩემმა მეგობარმა რომელიც ცხოვრობს ‘Hougang’_ის ქუჩაზე ერთხელ გადაწყვიტა წასულიყო ქალაქში თავის მეგობრებთან კინოს საყურებლად. მან ძალიან იხალისა მგრამ ბოლოს მიხვდა , რომ სახლში წასვლის დრო იყო.
გზაზე სახლისკენ მან შეამჩნია ერთი კაცი რომელიც წიგნებს ყიდიდა, კაცს მთელი სახე თმებით ქონდა დაფარული მხოლოდ თვალები უჩანდა. უცებ ამ კაცმა შემოხედა ჩემს მეგობარს , და უთხრა: “მოდი და იყიდე რომელიმე ჩემი წიგნი, აუცილებლად გამოგადგება” . ეს ყველაფერი მან ჩემ მეგობარს ისეთი ხმით უთხრა, რომ ჩემმა მეგობარმა უარით ვერ უპასუხა. ის ახლოს მივიდა უცნობ კაცთან და დახედა წიგნებს , მისდა გასაოცრად ყველა წიგნი ზებუნებრივ ძალებზე იყო . ჩემი მეგობრის ყურადღება ერთმა კარგად გაფორმებულმა წიგნმა მიიპყრო , მან კითხა უცნობ კაცს :”რაღირს ეს წიგნი?”. უცნობმა კი მიუგო “ეს წიგნი შვილო 25$ ღირს” ჩემი მეგობარ აღშფოთდა :” კიმაგრამ 25$ რაამბავია ” მაგრამ უცნობმა ისე შეხედა ჩემს მეგობარს რომ მას გული გაუსკდა , სხვა რა გზა ქონდა ჯიბეებში ჩხრეკა დაიწყო და რაც აღმოაჩინა იყო 20$ . “მხოლოდ 20$ მაქვს” მიუგა ჩემმა მეგობარმა “არაუშავს მოგცემ მაგ ფასად ” უპასუხა უცნობმა .ჩემმა მეგობარმა სწრაფად აიღო წიგნი და შეტრიალდა სახლში წასასვლელად უცნობმა კაცმა კი მიაძახა :”რაც არ უნდამოხდეს წიგნი ბოლო გვერდზე არ გადაშალო თორემ ინანებ” სახლში მისვლისას მან თავის მშობლებს ჰკითხა ცხოვრობს თუ არა ახლომახლოს უბანში ვინმე წიგნის გამყიდველი , მშობლებმა უპასუხეს რომ ისინი არ იცნობენ ასეთს არავის . ჩემი მეგობარი ავიდა თავის ოთახში და კანკალით დაიწყო წინგის კითხვა თან სულ უცნობი კაცის სიტყვები ახსენდებოდა. კითხვისას მას ჩაეძინა . ცოტა ხნის შემდეგ რომ გამოიღვიძა დაინახა რომ მას ფანჯარა ღია ქონდა და ქარმა წიგნი ბოლო გვერდზე გადაშალა , შიშისგან უცებ თვალები დახუჭა რომ არ შეეხედა ბოლო გვერდისთვის . დიდხანს ცდილობდა რომ არ შეეხედა მაგრამ ბოლოს მისი ცნობისმოყვარეობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა , აიღო წიგნი და შეხედა ბოლო გვერდს. უცებ მის მშობლებს ჩემი მეგობრის შემზარავი ყვირილი მოესმათ. აი რა ეწერა ბოლო გვერდზე!!!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά