sevdiani leqsebi
33, Tbilisi, Γεωργία

რა უდროოდ ჩამოღამდა

მე მესიჯებს ველი შენგან
თავს ნუ იცავ, ნუ იმალავ
მე მოგძებნი, მაინც ყველგან.
ღამე შავად შეიმოსა
მე კი ვდარობ, ფიქრით ვხარობ
როდის მოვა, ნეტავ ის დღე
შენ გნახო და გავიხარო.
მთვარე მედგრად დამემგზავრა
ისიც ჩემებრ ლაღად იყო
რა ვიხილე შენი ლანდი
გული ჩემი ბრმად გაიყო.
მზერით შენით დავიქანცე
თვალთა ფერით დავითვერი
შენი ცქერით ვერ გავძეხი
შენ ნათქვამით, მე ოხერი.
მე გულისთქმას შენკენ ვყვები
შენსკენ იწევს ჩემი ლანდი
მე არ ვიცი და ვერ გეტყვი
მიზეზს, რატომ შემიყვარდი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά