sevdiani leqsebi
33, Tbilisi, Γεωργία

ამბობენ თითქოს სიყვარული არ არსებობსო,

ამბობენ თითქოს მეგობრობაც არ არსებობსო,
არც სიკეთე და სილამაზე არ არსებობსო
და ყველაფერი ზღაპარ-ზღაპარ ამოძებნესო,
და თუ კი მართლა არ არსებობს არც ერთი გრძნობა,
იმ ძველ ზღაპრებში ვინ ჩაქარგა ტკბილი სიტყვები?
ეს მეგობრობა,ეს სიკეთე და სილამაზე,
ეს სიყვარული ვინ მოძებნა ნეტა სიზმრებში?
ღმერთმა შეგვიქმნა ამ გრძნობათა სასწაულები,
მან მოგვისია სიყვარულის წმინდა სულები,
ამ ყველა გრძნობის შესწავლაში გვტკივა გულები,
ამიტომაა რომ დავდივართ არეულები,.
და თუ კი გინდათ რომ შეიგრძნოთ ეს სილამაზე,
ეს მეგობრობა,ეს სიკეთე და სიყვარული,
გემუდარებით გაუფრთხილდით ამ წმინდა გრძნობებს,
გემუდარებით დაივიწყეთ ის სინანული

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά