15.12.2013
poezia
35, Tbilisi, Γεωργία

ფული არ მინდა... ფულისთვის არ ვწერ,
და არც დიდება... ის თქვენთვის დამითმია,
დამტოვეთ ისეთი როგორიც ვიყავი,
განდიდებისთვის... ლექსები არ მითქვია.
ჩემი ჰონორარი?.. გულწრფელი ტაშია,
გულწრფელი ღიმილით... გამდიდრებული,
მე არ მაქვს სურვილი ხოტბა შემასხან და
ვიდგე სცენაზე... განდიდებული.
მერე რა მოხდა თუ... შევქმენი ლექსები,
მე პოეტობას არ ვირქმევ სახელად,
მეც მივალ, მეც ვნახავ... ჩემსავე შექმნილს,
და ჩემს ლექსებთან მეც მნახავთ მნახველად.
ფუჭი კრიტიკით კი ნუ გადამივლით,
მე ხომ ზრდილობა არ დამიმსხვრევია,
ეს თქვენ გეხებათ ვისაც არ მოგწონთ,
თქვენს მოსასმენად... არც მიწერია.
არ მინდა ფული... ფულისთვის არ ვწერ,
და არც დიდება... ის თქვენთვის დამითმია,
მე ვრჩები ისეთად... როგორიც ვიყავი,
და რომ ვარ პოეტი... მე ჯერ ეს არ მითქვია!..

 
Σχόλια
kukaracha2 22.03.2016

kargiaa

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά