ნამცეც–ნამცეც
29, Tbilisi, Γεωργία

"ნამცეც–ნამცეც ვეძებ სიხარულს, ვაგროვებ და ვხარობ...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ იმედს, ვაგროვებ და ველოდები...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ ღიმილს ადამიანების სახეზე და გულში, ვაგროვებ და დღეს ვილამაზებ...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ სიკეთეს, ვაგროვებ და ვწირავ უფალს...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ კაცთა შორის სათნოებას, ვაგროვებ და ძალას ვიმატებ...
ნამცეც–ნამცეც ვაგროვებ, ამ ყველაფერს ერთად, ვაგროვებ და მინდა ბედნიერი ვიყო...
ნუ გეწყინება ჩემი ბედნიერება, მომეცი უფლება მიხაროდეს, ასე წვალებით ნამცეცებისაგან აგებული ოცნების კოშკის ცქერა, ნუ დამინგრევ მას..
ნუ წამართმევ ღიმილს ბაგეზე და სიხარულს გულში, მე შენი მოკეთე ვარ, შენიანი, შენი გულ–შემატკივარი, შენი სისხლისა და ხორცის, ჯიშის და მოდგმის...
მომეცი უფლება მიყვარდე...
მომეცი უფლება მიხაროდეს დილის გათენება...
მომეცი უფლება მოგხვიო ხელი და გითხრა, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს... ნუ მაქვეც ზურგს, მე შენიანი ვარ, შენი მთისა და გორისა...
ცოტა მზე მომეცი...მომეცი უფლება მიხაროდე..

 
Σχόλια
xameleon 29.12.2013

ნამცეც–ნამცეც ვეძებ ღიმილს ადამიანების სახეზე და გულში, ვაგროვებ და დღეს ვილამაზებ...
ნამცეც–ნამცეც ვეძებ სიკეთეს, ვაგროვებ და ვწირავ უფალს...

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά