იმისათვის, რომ გაიგოთ
29, Tbilisi, Γεωργία

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წლის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ სტუდენტს, რომელმაც ვერ ჩააბარა ბოლო გამოცდა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი თვის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ დედას, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი კვირის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორს.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი დღის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ექვსი შვილის დედას, რომელსაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი საათის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ შეყვარებულებს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ერთმანეთთან შეხვედრას.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წუთის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ადამიანს, რომელმაც მატარებელზე დააგვიანა.


იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წამის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ადამიანს, რომელიც ავარიაში მოყვა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი მილიწამის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά