25.01.2013
miYvarxar de:*
29, Tbilisi, Γεωργία

ძნელი იქნება მეორედ დაბადება არა, დე?
–რატო, დე
–აბა, როგორ ვიპოვო ახალი დედა
–ახალი რატომ უნდა იპოვო?
–აბა შენ ხომ აღარ იცხოვრებ დედამიწაზე?
–აი, როგოც მე მიპოვე, ისე იპოვი ახალ დედასაც
–ვინ მომეხმარება ახალი დედის მოძებნასი?
–მე რომ მიპოვე, ვინ დაგეხმარა?
–არავინ დე, ჩემით მოგძებნე
–ჰოდა,იმ ახალ დედასაც შენით იპოვი..
–არა, დე, მასე კი არა, მე მოვიფიქრე როგორც უნდა მოვიქცეთ
–როგორ,დე?
–აი ჯერ ხომ მოკვდები, ჰოდა როცა კვდებიან ცაში ადიან, ცაში კიდევ პატარავდებიან, პატარავდებიან და მოხუებიც კი ბავშვებად იქცევიან.. ე.ი შენც უნდა მოძებნო დედა ხომ?
–ჰო,ალბათ ჰო
–ე.ი შენ მეორედ დაიბადები და გაიზრდები..
–მერე მე დავბერდები, მოვკვდები და წავალ ცაში.და დავიწყებ იქ ნელ–ნელა დაპატარავებას, დაპატარავებას, დაპატარავებასდაგავხდები სულ, სილ პატარა,აი ისეთი როგორებიც იბადებიან ხოლმე
0მერე
–რა მერედე, ვერ მიხვდი?
–ვერა, დე
–დე, რასულელი ხარმერეშენ ხომუკვე დიდი იქნები, ჰოდა ისევ სჰენ გიპოვი დე
–ჰო დე, ჰო…
–ანდა კიდევ იცი რა?
–რა,დე
–რადა შენ რომ მოკვდები დაცაში რომ ახვალ, ეცადე მალე დაპატარავდე და მე მიპოვე,მე დედა ვიქნები და შენ ჩემი სვილი, ჰა დე?
–კარგი დე, ასე მოვიქცეთ, ასე უკეთესია
–ჰო დე, ტორემ მე არ მინდა დაბერება..
–კარგი დე, მე შენი შვილი ვიქნები, ოღონდ ახლა დაიძინე
–სიზმარში გნახავ, დე
–მეც დე, მეც გნახავ..ოღონდ ახლა დაიძინე რა, ჩუუ
–დე, დე..მოდი მე დაგაძინებ, ვითომ უკვე ჩემი შვილი ხარ დე..დეეე, დეე, არ გესმის დე..რა მალე დაგეძინა დეე:*

 
Σχόλια
mirma 25.01.2013

zalian realuriada gulu matkina

salloo salloo 25.01.2013

:(

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά