12.11.2012
vistvis
41, Tbilisi, Γεωργία

(L)(L)(L)ვისთვის ლამაზი ვარ, ვისთვის სანატრელი,

ვისთვის ძვირფასი და გულით სატარელი,

ვისთვის საძულველი, უშნო და წყეული,

ღმერთო, დამიფარე, მარტო ვარ, ეული.

არავის არასდროს გავწირავ სატირლად,

ნეტავ, ჩემს წამწამებს ცრემლი რად აწვიმდა?!გულში იღვრებოდა წვეთები ანკარა

და ფუჭმა ოცნებამ სად აღარ მატარა.

არავის არასდროს გავწირავ სატირლად,

მე რატომღა მტკენენ გულს ასე სასტიკად?

ცხოვრება, ტიალი, რა მკაცრი ყოფილა,

ვინ იცის, იქნება ჩემი დროც მოვიდა?!..

ვისთვის ლამაზი ვარ, ვისთვის სანატრელი,

ვისთვის სიცოცხლე და ვისთვის არაფერი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά