05.10.2012
poezia
40, Tbilisi, Γεωργία

დამივიწყე...
თითქოს აღარც ვარსებობ შენთვის... თითქოს მოვკვდი და სანთელსაც აღარ მინთებ...
რატომ?
განა რამე დავაშავე? რა ჩემი ბრალია თუ მე ბავშვურად ვუშვებ შეცდომებს...
მართალი ხარ როცა მეუბნები:
-შენ ვერაფერს გაიგებო...-არ მესმის ხოო... უფრ

ო სწორად არ მინდა მესმოდეს... სხვანაირად ვხედავ ყველაფერს... ბავშვივით ლამაზ ფერებში ვხედავ სამყაროს და ყველას ვენდობი...
აი ყველაზე დიდი დანაშაული ჩემი...
გინდა? შენს დანაშაულსაც გეტყვი... მატყუარა ხარ...
მითხარი ჩემთვის ძვირფასი ხარო... და გაფასებო... თუ ასეა სად ხარ? რატომ წამშალე შენი ცხოვრებიდან? რატომ მკლავ? რატომ მაწამებ... რატომ?
აღარ შემიძლია მეტი გესმის? ამდენს ვეღარ ვუძლებ... მტკივა... ძალიან მტკივა... უშენობა მტკივა... რატომ მაწამებ?
ჩემი თუ არ იქნები ნუ მიმატოვებ მაინც... არ დამტოვო მაინც...
უშენოდ ცხოვრებას მხოლოდ დილით ვუმკლავდები მაგრამ ღამე რა ვქნა??? იმ ცრემლებს რა ვუყო რომელიც შენს გამო ღაპა-ღუპით მომდის?? მჭირდები გესმის???
თუმცა არ გესმის... შენ ხომ მიმატოვე... და წახვედი... შენ ხომ დამივიწყე ისე როგორც პატარა ბავშვმა სათამაშო... თავის დროზე რომ ითამაშა მისით... მერე კი წამოიზარდა და აღარაფერში სჭირდება ის... მიაგდო სადღაც კუთხეში მარტოს და აღარ დაეძებს მას... აღარ აინტერესებს... ცხოვრებას უმისოდ აგრძელებს...
სულ დამივიწყე... და არ ვიცი რატომ... ეტყობა მართლა აღარ გჭირდები... ამიტომაც ვარ უშენოდ... მარტოს...

 
Σχόλια
mai555 05.10.2012

:-)

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά