ვის რა აინტერესებს ყველაზე ძალიან?!
მგონი არავინ შემეწინააღმდეგება თუ გეტყვით, რომ ადამიანებს ერთმანეთის ცხოვრება, განსაკუთრებით პირადი, და კიდევ უფრო მეტად მისი პიკანტური დეტალები აინტერესებთ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის პირადს ფრიად საიდუმლოდ ინახავენ, ზოგიერთებს კი მისი საჯაროდ გამოტანა, აფიშირება და წიგნად გამოცემაც კი ძალუძთ. ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ საჯარო პირების ავტობიოგრაფიული ნამუშევრები ყველაზე გემრიელი ლუკმაა, როგორც გამომცემლებისთვის ისე მკითხველისთვის.
ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” კი ყველაზე გულახდილი ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. გულუხვად შეზავებული სექსუალური სცენებით და პიკანტური დეტალებით, ბილწსიტყვაობა და უხამსობებიც გემოვნებით. მეძავის გული და ამ ყველაფრის ლეიტმოტივი: უკიდეგანო გაჭირვება და შიმშილი.
ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სასოებით გულში ინახავს მილერის რომანში საჯაროდ არის გამომზეურებული.
მე მომწონს, რომ ადამიანებს სექსი უყვართ და არ დარდობენ, როგორ უყურებს ამას საზოგადოება.
მე მომწონს გაბედული და პირდაპირი ადამიანები.
მე მომწონს საზოგადოების გამოწვევა და ის ადამიანები, რომლებსაც ეს შეუძლიათ.
მილერის თხრობის მანერამ მომხიბლა. მაინცდამაინც სექსუალურ სცენებს ნუ ჩავუღრმავდებით. იუმორით გაჯერებულმა ეპიზოდებმა, რომლებსაც სევდიანი ამბების ნაკადი ენაცვლებოდა, სიუჟეტებისა და სცენების თავისებურმა ხედვამ, ზოგჯერ სასოწარკვეთამაც ფეხაკრეფით შემოპარულმა, ლამაზმა სიუჟეტების აღწერამ და მოხდენილმა ეპითეტებმა საოცრად მიმიზიდა.
ყველა იმას ხედავს წიგნში რაც უნდა.
მე ჰენრი მიყვარს.
va giunaa ra magari xar
პორნოგრაფიულობაში მხილების გამო მილერის წიგნები დიდი ხნით აკრძალული იყო და ხელახლა ისინი მხოლოდ 1961 წლეს, აშშ-ში გამოიცა. :-P