ძვირფასია ის რასაც ვერასოდეს იყიდი
41, Tbilisi, Γεωργία

სიყვარული სიკეთეა, სილამაზე დიდი,
ადამიანს როცა უყვარს მაშინ არის მშვიდი,
სიყვარულს ხომ ღმერთის ლოცვა სულ ყოველთვის ახლავს
როცა გიყვარს ყველა ცუდი გავიწყდება მართლაც
სიყვარული ხვთიურია და არასდროს ქრება
ის ყოველთვის ჩვენთანაა და ჩვენს გულში რჩება
გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს
გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა.
სიყვარულში ღმერთმა ჩადო ღვთაებრივი ნიჭი,
სიყვარულმა ყველა ცუდის დავიწყება იცის,
სიყვარული ძვირფასია გაფრთხილება უნდა,
სიყვარული თუ გეწვია შენში რჩება მუდამ..

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά