რატომ დედი...
39, Florence, Ιταλία

( დედა თვლის რომ ეს ნაყოფი შეცდომაა.გადაწყვიტა მოიშოროს თავიდან სიცოცხლე რომელიც მის მუცელში სულდგმულობს...)

ბავშვი, დედის მუცლიდან-
შენს მუცელში თუ შეცდომით მოვხვდი,
ამ შეცდომას მე მოვუვლი დედი,
დამანახე დღის სინათლე ოღონდ,
მე ამ ქვეყნად არ მსურს რამე მეტი...
ღვთის წინაშე დამნაშავე თუ ხარ,
ერთს მეორეს ნუ უმატებ დედი,
მჯერა ღმერთიც გაპატიებს სხვა კი-
არ იდარდო არაფერი მეტი...
არც კი მინდა გავიფიქრო ის რომ,
სასიკვდილოდ გამიმეტებ დედი,
სიცოცხლე მსურს ჯერ არ დაბადებულს...
ჩავიხუტო შენი თბილი მკერდი!
ყურს ნუ უგდებ, მომქავებლებს ენის,
ჩემი ენა შეისწავლე მეტი,
მე ხომ უკვე,შენს მუცელში ვცხოვრობ,
ნუ გამაგდებ, გთხოვ აქედან დედი...
დააკვირდი ჩემი გულის ცემას,
ნუთუ ამას გააჩერებ შენით?!
შენ არ იზამ ამას მჯერა დედი,
უნებლიევ და არც თუნდაც ნებით...
რომ იცოდე როგორ მინდა გნახო,
უფრო ახლოს რომ გაგიცნო დედი,
ამ სამყაროს ვევლინები ეს ხომ...
მეც მხვდა ღვთისგან საოცარი ხვედრი...
კარგი დედი, დავიძინებ ახლა,
იმედია ხვალ გავახელ თვალებს,
აბა დედი დაიძინე ტკბილად,
და გისურვებ მოსვენებულ ღამეს!
(დედა გადაწყვეტილებას არ ცვლის და მიდის ნაყოფის მოსაშორებლად...)
რატომ დედი დაგიშავე რამე?
შენს მუცელში ჩემთვის მშვიდათ ვიყავ,
შენ კი აგერ არ დამზოგე გულში,
ექიმების ხელით დანას მირტყამ...
ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში,
მერე თუგინდ გადაგეგდე სადმე,
როგორ მსურდა გათენება დილის...
დილა არის მაგრამ ჩემთვის ღამე...
მაპატიე მაგრამ ახლა არც მე,
აღარ მომდის თვალებიდან ცრემლი,
აღარასდროს მოგთხოვ აწი დედი,
რომ გამითბო გაყინული ხელი...
მაპატიე რომ გეძახდი დედას,
შენგან უკვე პასუხს აღარ ველი,
მჯერა ზეცად მიპატრონებს ღმერთი,
დედა არ ხარ, შენ ხარ- ჩემი მკვლელი!!!

ავტორი ; ვ.კვერნაძე

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά