სიყვარულის ახსნა...
39, Florence, Ιταλία

შენთან - ძილი მინდა... შენგან - შვილი მინდა...

შენი სიცოცხლისთვის - თუნდ სიკვდილი მინდა...
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა...
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა...
ჩემი არ მეყოფა - სხვისი წილი მინდა...
სხვა დაბადების დღე - სხვა ქორწილი მინდა!
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა...
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა...
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა...
შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა...
შენთან - სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა...
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა...
ჩვენ რომ შეგვაერთებს, ის მანძილი მინდა...
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა...
შენთვის - ,,რენო" მინდა, შენთვის ,,ზილი" მინდა...
შენი შემოხედვა - კმაყოფილი მინდა...
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა...
შენად დასახსნელად - ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა... შენგან შვილი მინდა...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά