..................
39, Florence, Ιταλία


შენ ვერ გაიგებ, როგორ ცრიდა ბავშვობის წლებში,

როგორ აწვიმდა სკოლის ბაღში წიწვიან ნაძვებს,
როგორ გელოდა მონატრება, ცრემლების თქეშით
და როგორ ვგრძნობდი შენს სიყვარულს, ბავშვურად, ცამდე..
შენ ვერ გაიგებ, რა ვიგრძენი, როდესაც გნახე,
როგორ მიყვარდა, პაწაწინა, შენი თითები,
როგორ ჩნდებოდა ნაცრისფერი ღრუბელი ცაზე
და როგორ რთავდნენ შენს ბილიკებს თოვლის ფიფქები...
შენ ვერ გაიგებ, რომ ველოდი თებერვლის მოსვლას
და შენთან ერთად, როგორ ვზრდიდი მოსაკლავ გრძნობას
ეკლიან გზაზე, გაჭირვებით როგორ ვიარე
და უშენობა მერამდენედ გადავიტანე...
შენ ვერ გაიგებ, როგორ მკლავდა მომავლის ხედვა
სადაც, ვიცოდი, შენთან ერთად ვერ ვიქნებოდი,
როგორ მათოვდა თებერვალში, მყინავი სევდა,
რომ გდომებოდა, სანთლადაც კი ავენთებოდი...
შენ ვერ გაიგებ, როგორ მთხოვდნენ თვალები კოცნას,
როგორ მიყვარდა, შენი წმინდა, შავი თალები,
როგორ მღლიდა და მატირებდა ძილის წინ ლოცვა
რამდენჯერ, ცხადად მინახიხარ, შავ-ბნელ ღამეში...
შენ ვერ გაიგებ, როგორ თოვდა სკოლის ეზოში,
სადაც ბავშვობა გველოდება, ისევ იქ გვიხმობს
წითელი კაბით, როგორ ვთრთოდი, როგორ გელოდი...
შენ ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები, სანამ არ იგრძნობ...


-მ. ცუცქირიძე

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά