25.07.2014
.............
39, Florence, Ιταλία

მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,

ჩემთან ტყუილად თამაში სიტყვის,
გრძნობებზე ისე ამომიყვავდი,
რომ აფეთქვება მეგონე კვირტის...
ვიფიქრე მხოლოდ მე მიხდებოდი...
შემყარე დარდი ამაო დღეთა,
მე გაპატიე, რომ არ მხვდებოდი,
როცა ბავშვივით მოვჰქროდი შენთან...
შენ გაზაფხულზე წახვედი მაშინ,
მახსოვს ატმებსაც ეცვალათ ფერი,
შეციებული დამტოვე ქარში,
მე გაპატიე ის ყველაფერი...
არც ის იფიქრო, რომ გმართებს ვალი,
რა მოხდა მერე, ფუჭად ვათიე,
ისევ უფალმა მარგუნა ძალი,
მითხრა თუ გიყვარს, შენ აპატიე...
თაკარა გრძნობის მზეში მიმყავდი,
სული და გული ამოვიხეთქე,
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά