18.07.2014
.............
39, Florence, Ιταλία

თუ ერთხელ მაინც, არ ყოფილხარ ძირს დაცემული,

ვერ დაინახავ, ფეხზე მდგომი როგორ გიყურებს,
უფრო ადვილად აღმოჩნდები ყველას სამიზნე,
ვიდრე ელოდო, მოვა ვიღაც წამოგაყენებს!
თუ ცრემლის წვიმას არასოდეს წაულეკიხარ,
ძნელია იგრძნო მარტოსული რამ აატირა...
თუ არ მოვიდა ვიღაცა და მოგწმინდა ცრემლი,
ისე ვერ იგრძნობ, რა სევდა აქვს მარტოსულ მტირალს!
თუ არ გიგრძვნია გაჭირვების მძიმე მარწუხი,
ვერ დაინახავ სხვის თვალებში მძინარე ტკივილს,
თუ ბეწვის ხიდზე ერთხელ მაინც არ გაიარე,
ნუ გგონია რომ დაინახავ ნამდვილ სიყვარსულს!
თუ ჯოჯოხეთში არ ყოფილხარ ერთხელ ნამყოფი...
სამოთხისაკენ ისე სწრაფვა აღარ გექნება,
სინანულია რომ მიჰყევხარ ამაღლებამდე,
სიკვდილის მერე, შენი მხოლოდ სახელი რჩება!
გამოცდას მიწყობს დრო და... როგორც გამხმარ ხეს, ფოთლებს,
ისე გამაცლის...ერთ ფოთოლსაც არ დამიტოვებს,
რაღაცითა ჰგავს გამხმარი ხეც კაცის ცხოვრებას...
მწვანედ შემოსვის იმედსაც რომ აღარ გიტოვებს!
თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ძირს დაცემული...
ვერ დაინახავ, ფეხზე მდგომი როგორ გიყურებს....

 
Σχόλια
xameleon 18.07.2014

თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ძირს დაცემული...
ვერ დაინახავ, ფეხზე მდგომი როგორ გიყურებს....

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά