15.12.2013
XXX
97, Tbilisi, Γεωργία

როცა მთვარე შეაპარებს სიფერმკრთალეს წყვდიად ღამეს,

მაშინ იწყებს ეს გრძნობები დაუნდობელ სიელვარეს.

და როდესაც აკორდები აკუსტიკურ ჰანგებს ქმნიან,

სისხლძარღვები სიმებივნით მუსიკის ქვეშ ნაზად თრთიან.

არ ჩერდება გონებაში იდეების მძიმე სეტყვა

ყელში მაჭერს, მეჩხირება ფორიაქით გულის ფეთქვა.

არ ვენდობი საკუთარ აზრს, არ არსებობს პანაცეა,

დავრჩით ღამის უკუნეთში მხოლოდ მე და ემოცია.

27.11.2013


 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά