23.01.2013
* * *
34, Tbilisi, Γεωργία

როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია

და სუყველაფერი თითქმის იოლია

როცა დარწმუნდები მწარედ გაtყუებენ

მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.

როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება

ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია

და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება

მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.

როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს

მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია

და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ

სწორედ ამას ქვია ბედის ირონია...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά