იბრძოლეთ ვიდრე გვიანი არ არის!!!
42, Tbilisi, Γεωργία

ხმამაღლა ღრიალი მინდა,სიმწრით ღრიალი...

...არ გამომდის ღმერთო,დუმილს მივეჩვიე,ცრემლებს და სასოწარკვეთას...სარკის წინ ჯდომას,სარკეში ცრემლიანი თვალების ყურებას და თვალებს მიღმა დამალული ტკივილის ათასჯერ გადაკითხვას...

...სად შემეშალა უფალო,სად წავბორძიკდი პირველად,სად ვეღარ შევძელი ადგომა,რომ მესწავლა ბრძოლა გადარჩენისთვის?!

...ჰოო,გვიანია უკვე,მორევში ვარ,ამაოდ ვიქნევ ხელებს,უკიდეგანო გახდა სივრცე,ნაპირს ვეღარ ვხედავ ღმერთო...

...შენ,მას,მათ გულწრფელად გირჩევდით,გებრძოლათ და არ დაგეკარგათ თქვენთვის ძვირფასი და ფასეული...ჰოო,გირჩევდით,საკუთარი თავი კი გამომრჩა...

...იბრძოლეთ სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად,იბრძოლეთ თვითგადარჩენისთვის,სხვაგვარად,ვერც თქვენს ირგვლივ მყოფები იქნებიან კარგად,იბრძოლეთ ვიდრე გვიანი არ არის!!!

 
Σχόλια
teamasi 28.10.2012

unda vibrdzolot, aba raa....gavigimot, tavi avwiot da win!!

არავინ არავინ 29.10.2012

araferi modis ubrdzolvelad.
:*:*

vezeb 29.10.2012

სად შემეშალა უფალო,სად წავბორძიკდი პირველად,სად ვეღარ შევძელი ადგომა,რომ მესწავლა ბრძოლა გადარჩენისთვის?!

არავინ არავინ 30.10.2012

იბრძოლეთ ვიდრე გვიანი არ არის!!!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά