***
არის ტკივილი,
რასაც ზოგჯერ სახელი არ აქვს,
არის სათქმელი,
დუმილი რომ უფრო ამშვენებს...
ზოგჯერ ოცნება
აუხდენელ სიმძიმედ დაგვაქვს,
ხან კი, ქარები დაანგრევენ
კოშკებს ნაშენებს.
დღეებს უბრალოდ გადავლილებს
სიცოცხლე უჭირს,
ამოსუნთქვაში
ჩაეტეულა რაკი ცხოვრება,
არ დაგიტოვებს მოსაგონარს
არსობა ფუჭი
სიხარულის კი,
ერთი წამიც გემახსოვრება.
ნანა მეფარიშვილი
არ დაგიტოვებს მოსაგონარს
არსობა ფუჭი
სიხარულის კი,
ერთი წამიც გემახსოვრება.
*THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP* *HI* *KISSING*
დღეებს უბრალოდ გადავლილებს
სიცოცხლე უჭირს,
:*:*
არის სათქმელი,
დუმილი რომ უფრო ამშვენებს...
:*