მისტიკური მონათხრობები ..
30, Tbilisi, Γεωργία

.. ასტროლოგები, გარდაცვალების მიზეზიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის კარმულ მოვლენებზე საუბრობენ. ასე მაგალითად, ის ვინც ამ ცხოვრებაში ძალადობრივი სიკვდილით იღუპება (ხშირად ბრმა შემთხვევითობის გამო - ომი, ჩხუბი და ა.შ), სავარაუდოა რომ თავად იყო, წინა ინკარნაციაში ვინმეს ძალადობრივად მოკვდინების მიზეზი. თუკი ჩვენ ცხოვრებაში, საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი უშუალოდ ჩვენ მიმართ გამოხატულ, ხშირად სრულიად უსაფუძვლო და დაუმსახურებელ აგრესიას გარშემომყოფთა მხრიდან, უნდა იცოდეთ რომ ეს ყველაფერი წინა ინკარნაციაში ჩადენილი, ჩვენივე უაპელაციო სისასტიკის გამოძახილია. ასეთ შემთხვევაში, საიმისოდ რომ ამ ნეგატიური კარმული ვალის „დამუშავება“ მოხდეს, არასოდეს არ უნდა ვუპასუხოთ აგრესიას აგრესიით, რაც არ უნდა უსამართლოდ მოგვეჩვენოს ჩვენ მიმართ ჩადენილი ქმედებები. ეს იმიტომ, რომ აგრესია ძლიერ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და სამომავლოდ ჩვენთვისვე შეიძლება გახდეს გაცილებით უფრო დიდი აგრესიის და გადაულახავი პრობლემების საფრთხე. თუმცა არსებობს, გარდაცვალების მეორე ვარიანტი, რომელსაც „კარმული სიკვდილი“ ეწოდება და იგი, წინა სტატიებში ნახსენები თორმეტი კარმული ციკლის დასკვნით ეტაპზე ხდება მხოლოდ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც კარმული სიკვდილი ემუქრება, ხშირად იღუპება ახალგაზრდა, თუმცა როგორც პიროვნება იგი დაბადებიდავნე მაღალი სულიერი განვითარების დონით იბადება. ეს იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს, წინა ინკარნაციებში უკვე „გადამუშავებული“ აქვს საკუთარი კარმული ვალების მთელი რაოდენობა. შესაბამისად მისი ამ ქვეყნად მოვლინება, ხანმოკლე და სხვებისთვის დასამახსოვრებელია და ძალზე ხშირად მისი ამგვარი ტრანსფორმაცია - გარდაცვალება, ავია ან ავტო-კატასტროფების შედეგად ხდება. მოდით ეხლა სულებზე ვისაუბროთ. ბევრს საუბრობენ მოჩვენებებზე, სულებზე, დემონებზე და არავინ იცის, დანამდვილებით არსებობენ თუ არა ისინი სინამდვილეში. არც მე არ მჯერა ამდენი მისტიკის,მაგრამ მოდით განვიხილოთ ეს თემა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეც ამ თემის ავტორს, ძალზედ მეშინია ამ თემაზე ლაპარაკის. სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით.საერთოდ “მოკვდა” მცდარი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა! არარსებობს ადამიანი რომელიც, თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რახდება როდესაც “მოვკვდები” ? სად მოვხვდები? არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გაიგებ ! ამ პასუხს ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, მაგრამ ხომ იცით ადამიანები რა ცნობის მოყვარეები ვართ, ყველას ახლა უნდა პასუხი და ამის გამო მზად არის ეძიოს ყველგან და ყველაფერში, რაც მიუწვდომელია ან რთულად მისაწვდომი. ეს ფენომენი “სიკვილი” ფიზიკური და ქიუმიური კუთხით მეცნიერებმა კარგახანია ამოხსნეს, თუმცა სულიერად ეს საიდუმლოდ რჩება, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ “სიკვდილის” მერე ხდება ხელმისაწვდომი. კითხვა რომელიც ხშირად შეიძლება გაიგონოთ სხვადასხვა ადმიანთან ამ თემაზე საუბრის დროს არის: გეშინია “სიკვდილის”? ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ, ადამიანი მთელი სიცოცხლი განმავლობაში იმდენ სიხარულს და ბედნიერებას გამზიარებელია, რომ ძნელია იფიქრო იმაზე თუ როგორ მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდია, რომ არიცი რა იწყება ამის მერე. ზუსტად ეს “არცოდნა” და მასზე ფიქრი ადამიანს სულიერად ანადგურებს. ადამიანი მაშინ არის მშვიდად როდესაც იცის რახდება , როგორც კი მომავალზე იწყებს ფიქრს და სვამს კითხვებს: რა იქნება? როგორ იქნება? როდის იქნება? ზუსტად ამ დროს იწყება სულიერი არეულობა და გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, ასეა “სიკვდილზე” ფიქრის შემთხვევაშიც, ტოვებ ამ წუთისოფელს და არ იცი საით მიდიხარ, ეს უფროა ადამიანის შიშის მიზეზი, ვიდრე თავად სიკვდილი ასე მგონია მე! უბრალოდ არ ვიცი ეს ინსტიქტია თუ სხვა რამ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ გვიცემს გული და შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი წუთები, სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ნუ ვიფიქრებთ იმაზე თუ რაიქნება ხვალ, ზეგ ან მერე… მთავარია ახლა შეგვიძლია შევიგრძნოთ ყველა საუკეთესო მომენტი ამ ცხოვრების და დავტკბეთ ამით, სჯობს ნუ ვიფიქრებთ “სიკვდილზე”! Jean de Labruyère: აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი. ფრიად ბრძნული სიტყვები და 100%–ით ზუსტი! უბრალოდ “იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელი” Gabriel Garcia Marquez. მართალია რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ შესაძლებელია! შეუძლებელია მხოლოდ “სიკვდილს” აარიდო თავი, თუმცა ეს მხოლოდ ხორციელი სიკვდილია და ახალი სიცოცხლის დასაწყისი ანუ გარდაცვალება! ისე ხანდახან “მეცინება”, როდესაც ადამიანს სიკვდილის მერე უფრო აფასებენ, ვიდრე ცხოვრებაში, სასაცილოა ნამდვილად, სატირალი რომ არიყოს. მომინდა ასე მოკლედ მესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ გუშინ ზუსტად ამაზე ჩავფიქრდი და იმდენად დავიგრუზე რომ დასაძინებლა წავედი იქნებ გადამავიწყდესთქო.. გისურვებთ ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ამ ქვეყნად მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს. და თქვენ თქვენ გეშინიათ სიკვდილის?

1)რაღაც იდგა ჩემს წინ…
ყველაფერი 10 წლის წინ მოხდა. მივდიოდით სოფელში, სადაც ბებია ცხოვრობდა. მამას სამუშაოზე აგვიანდებოდა…იქ მშრალი ამინდი და ცუდი გზებია. მამამ წინ რაღაც შენიშნა, მაგრამ გაიფიქრა, რომ საგზაო ნიშანი იყო… შემდეგ ჩაფიქრდა და დედას ჰკითხა, თუ ხედავდა იგი წინ რამეს. უცებ დედამ დაიკივლა და თვალებზე ხელები აიფარა.გზის მარცხენა მხარეს იდგა ქალი.თეთრ პიჟამაში გამოწყობილიო.უცნაური იყო,არ ჰგავდა ნამდვილი მანდილოსანს.როდესაც გვერდზე ჩავუარეთ (უკან დაბრუნება უკვე გვიან იყო) დაინახეს რომ ქალს სახე არ ჰქონდა.ხელებით მიწას ებჯინებოდა.იგი ცარიელი იყო,გამჭირვალე.სიჩუმემ დაისადგურა,მამას ეშინოდა,ეშინოდა იმის, რომ ისევ დაინახავდა იმ ქალს.ვინ ან რა იყო იგი,ვერავინ ვერ შეძლო ამის ახსნა.თქვენ შეგიძლიათ ამიხსნათ რა იყო ეს?!?!?!

2)ვინ ამიხსნის რაც მოხდა?!
გამარჯობა,მეც მინდა გაგიმხილოთ ის რაც თავს გადამხდა.მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ,რთული ფეხმძიმობა მქონდა,8 თვის დავბადე.20 წუთის შემდეგ ბავშვს ფილტვები ჩაეკეტა და სუნთქვა შეწყვიტა.ეხლა მთავარზე გადავალ.მშობლები საკმაოდ შორს ცხოვრობენ ჩემგან.როდესაც ჩემი გოგონა დაიბადა მათთან საშინელება ხდებოდა.როდესაც,დილას მანქანისკენ მიდიოდნენ ,სახლში ჩამოვარდა ხატი (იგი საკმაოდ კარგად იყო დამაგრებული). რამოდენიმე წუთის შემდეგ მათ მანქანას დაეცა ჩიტი,რომელმაც ჩაუნისკარტა ფანჯარას.ვახშამზე ის ჩიტი ისევ მოფრინდა და ახლა სახლის ფანჯრის გატეხვას ცდილობდა,მაგრამ ვერ შეძლო. ხოლო საღამოს მათ შეატყობინეს რომ მე ოპერაციას მიკეთებდნენ. ოპერაციის შემდეგ ღამე საავადმყოფოში გავათენე. ამის შემდეგ დავბინავდით 3 სართულიან სახლში. საკმაოდ მყუდრო იყო. მაგრამ ეხლა ასე აღარ ვფიქრობ. ერთხელაც საღამოს გავიგონე რომ ვიღაც აკაკუნებდა. ქმარი გავაღვიძე, მაგრამ გარეთ არავინ იყო.მეორე დღეს ჩვენი პატარა ავად გახდა.რაც გინდათ ის იფიქრეთ, მაგრამ მე ვიცი, როდესაც ის აკაკუნებს,ავადმყოფობას უნდა ველოდეთ.

3)საყვარელი დედა
მამა ხშირად მახსენებს ამ ამბავს.მაშინ 4-ის ვიყავი.მამას უნდა მოემზადებინა სადილი და ამიტომ სამზარეულოსკენ გაეშურა. მე სავარძელზე დამსვა და მითხრა რომ არაფერი არ უნდა გამეფუჭებინა. შიგადაშიგ იხედებოდა, რომ ენახა რას ვაკეთებდი.მშვენივრად ვერთობოდი,მაგრამ 10 წუთის შემდეგ როდესაც მამამ დამიძახა,ხმა არ გავეცი,იქ აღარ ვიყავი.მამას შეეშინდა და ჩემს სახელს ყვიროდა.მე გარეთ,აივანზე ვიყავი,შეშინებულმა ხელში ამიყვანა და მკითხა თუ რას ვაკეთებდი იქ. “დედა” ვუთხარი მე.გაუკვირდა მამას და მკითხა მეძახდა თუ არა იგი.დედიკო ხელს მიქნევდა და თავისკენ მიხმობდა.იცით რა არის გასაოცარი?! დედაჩემი მოკვდა როდესაც მე 2 წლის ვიყავი. მანქანამ დაარტყა და იდი ადგილზევე გარდაიცვალა.დედა ყოველ ღამე მესიზმრება და იგი მეუბნება, რომ ჩემით ამაყობს და ჩემს წარმატებებზე ყველას უამბობს.იგი სულ ჩემთანაა….

4)ჩემი მეგობარი.
ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა სანამ ეს არ მოხდებოდა.იგი იყო ყრუ და ამიტომ მისი ენა ვისწავლე.ჰქონდა მობილური რომელსაც არ იყენებდა.ერთ დღესაც მას მანქანამ დაარტყა და მოკლა.ავტომობილის მოახლოება ვერ იგრძნო.არ ვიცოდი რა მექნა,სულ მოწყენილი ვიყავი.ერთ დღესაც ტელევიზორი ჩავრთე.(ჩვენ გვიყვარდა ფეხბურთი და ერთ გუნდს ვგულშემატკივრობდით).იმ დღეს მატჩი იყო.მე ყურება არ მინდოდა და გადართვა ვცადე მაგრამ პულტი არ რეაგირებდა.უცებ ზარი გაისმა,კარზე დარეკეს(ესელვირას ხელწერა იყო,სამი მოკლე ზარი).გარეთ გავიხედე მაგრამ არავინ იყო.შემეშინდა.იგი ყოველ ღამეს ჩემთან იყო.არ მშორდებოდა .სიზმრებშიც კი.ერთხელაც დამესიზმრა მისი სიკვდილი.მეორე დღეს წერილი მომივიდა ტელეფონზე,იქ ეწერა რომ ყველაფერი კარგად იყო.წერილის გამოგზავნის დრო,მისი სიკვდილის დროს ემთხვეოდა.არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ერთი კი ცხადია ის ჩემთანაა,ჩემი ერთადერთი მეგობარი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά