კოკა შანიძის ლექსები და ჩანაწერები.
30, Tbilisi, Γεωργία


*•.¸¸.•**•.¸¸.•*

შეიცვლება საქართველო
დაგვადგება საშველი,
ჭეშმარიტად აენთება
ღვთის მშობელთან სანთელი.
საქართველო გაბრწყინდება
ნაწამები რამდენი,
მტრების ჯინზე საქართველოს
უფალი ყავს დამცველი.
საქართველომ მთელ მსოფლიოს
დაანახა ნათელი,
აგვაოხრეს გაგავწამეს და ვითმინეთ
რამდენი,
დრო დაგვიდგა ღვთის მიწაზე
გადანათდეს სანთელი.
მალე მოვა სამართალი დაგვიდგება
ნათელი,
ჩაიმუხლეთ ღვთის ცოდვილნო
რომ დაგადგეთ საშველი,
შეიცვლება ეს ცხოვრება
დაგვიდგება ნათელი.
ფეხზე დგება საქართველო
ნატანჯი ვართ რამდენი,
საქართველოს გაუმარჯოს
უფალი გვყავს დამცველი!.









თავად მუსიკავ როგორ გვატკბობ მუსიკის დაკვრით
ალბათ დალოცა ეს საკრავი თვით განგებამ,
რომ ას სიმებზეჩემი თითების ნიავი დაქრის
მაშინ ნოტებიც იქცევიან ნეტარ ჰანგებად.
მე არ მესმის სიდიადე ნეტარი ფერის
ასე იმონების თიტების რხევა სიმებს დასავლურს,
თავს არ ვიზოგავ ვპოეტობ და ჩუმათ ვმღერი ვგრძნობ რომ ამ სიმებს თან მოაქვს სევდის ფერი .
ნეტავ რა გატკბობს ეს ხომ ჩემი შენათხაზია
მისი სიკარგე ჯერ ხომ არავის განუსაზრვრია.
უცნობი ავტ.
=================================================================

ჩემი ლექსები ჩვეულებრივი დელეტანტიურია. ვწერი მხოლოდ ისეთ შემთხვევაში როდესაც ძლიან განვიცდი და ჩემი გრძნობები სათქმელის პიკს აღწევს, ამიტომაც თუ რაიმე ჩემს ლექსებში გადმოიცემა მთელი არსებით გული და სულერებაა ჩადებული. შესაძლებელია ჩემს ლექსებას ბევრი სხვა და სხვა განზომილებებში ხედავს, მაგრამ ვინც კარგად ჩაუღრმავდება დაინახავს სამყაროს სადაც უამრავი ეკლიანი გზებია გასავლელი. ყოველივე გასავლე გზას თავისი დატვირთვა აქვს თავისი მინიშნებებით. ცხოვრება უცნაური რამეა, ჩენ ადამიანებმა უნდა ვეცადოთ მინუსებიდანაც სარგებელი ვნახოთ დავმუხტოთ და დადებითი შედეგი გამოვიყვანოთ. ეხლა როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, თითქოს რაღაც ძალა მკვებავს რომ თქვენამდე მოვიტანო სათქმელი. დღეს განსაკუთრებით რთული პერიოდი დაუდგათ ეგრეთ წოდებულ თინეიჯერელ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს. მათში ვხედავ უამრავ გაუმართლებელ რომანებს. ასევე უამრავ განცდებს სიყვარულის ლოზუნგებით. ჩემს მიმართვას უმეტეს წილად მათ უძღვნი. წაიკითხონ ყოველივე რაც დამიწერია და შეიგრძნონ ყოველივე ის რაც გადამიტანია,ბევრი შესაძლებელია ჩემს აზრებს და ლექსებს უბრალოდ წაიკითხავს და შემდეგისათვის მივიწყებას მიეცეს.უმრავლეს ადამიანების პირველი შეცდომა იმაში გამოიხატება რომ , რაიმეს წაკითხვის შემდეგ თუ ეს ცხოვრებისეულია ამას არ აღითქვამენ გრძნობებით თითქოს მათ გადაიტანეს ყოველივე, მესმის მათი, მათ არ სურთ ზედმეტი ემოციებით თავი გადაიტვირთონ, პირადად მე როდესაც ვინმეს ჩანაწერებს ან ლექსებს ვკითხულობ მათში ვეძებ მინიშნებებს თუ რის თქმა სურდა ავტორს. ეს ის მინიშნებებია რასაც ცხოვრება გვასწავლის, თუმც რა გასაკვირია მე თუ ვერ გამიგებენ ან არ მომისმენენ . ყველაზე საუკეთესო წიგნი რომელიც ბიბლია განა უკეთესად არ გადმოცემს ცხოვრებისეულ ამბებს? განა უკეთ არ ქადაგებს?ესა რომ ვიდრე ადამიანები რეალურ შეცდომებს არ დაინახევენ მანამ არ სურთ დაიჯერეონ სხვისი გამოცდილების წინა ხედვის შეცდომები ვიდრე თავად არ გადაიტანენ. ამის შემდეგ ბევრს სინანული ეუფლება, ბევრი თავის ბედცს შეჩიივლებს, მაგრამ არცეთ მადგანს არ სურს იმის გაგება რომ ბედცს ჩენვე ვჭედავთ. გზას რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ის ბედის დაწერილი არ არის. კოკა შანიძე. ..

ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.

♣♣






მუზა..
ადამიანის ცხოვრებაში მუზა წამიერი გაელვება გონებაში, საიდანაც მისი სხივები კაცობრიობას ბევრ ცოდნას ჩუქნის. ბევრს არ შეუძლია მუზის გაღვივება, და როგორც კი მიიღებს რაიმე ელვარე ინფორმაციას უყურადღებოდ ტოვებს. მუზას თავისი მიდგომა ახასიათებს, ამას იყენებდა და იყენებს განთქმული პოეტები, მუსიკოსები, მწერლები. და უამრავ ჩამონათვალი შეიძლება გავიხსენოთ. მუზის პირველი მკვებავი სიყვარულია. განსაკუთრებული მკვებავია უიღბლო სიყვარულ. შემდეგ შესაძლოა ნიაღვარივით წამოვიდეს უამრავი მუზა. ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამ თემაზე, დასკვნა გამომაქვს ის რასაც ეხლა ვწერ..სხვათაშორის ესეც მუზაა. ყველამ ვიცით რომ ადამიანები როდესაც ამ სამყაროს მოვევლინეთ რაღაც მისია გვაქვს შესასრულებელი, ბევრი ძალიან დიდი ნიჭით არის დაჯილდოვებული მაგრამ ისე შეიძლება მოხდეს ვერაფერი სარგებლობა ვერ მოუტანოს კაცობრიობას, მეტიც ბნელი ძალები ბობოქრობს და შესაძლოა ეს ნიჭი ბოროტებას მოახმაროს. თუ ადამიანი შინაგანად არ არის ბოროტი მასზე ცუდი აურა არ ჭრის, ეს იმიტომ რომ გონება მუდმივად ახსენებს, ინსტიკტურად ცუდის გაკეთეება ამა თუ იმ შემთხვევაშ არ შეიძლება . ადამიანები რომლებიც ვერ იყენებენ ნიჭს მას ღვთაება უგზავნის რაიმე შესადარ განსაცდელს, რის შემდგომ იგზავნება გონიერებაში მუზის სახით. დავაკვირდეთ ამ ცხოვრების ფილოსოფიას, ყოველივე რაც თუ აშენებულა ამის საწყისი განცდებია და ფიქრები გამოსავლის ძებნისა, დალხენილ და უდარდელი ადამიანი ვერასოდეს ვერ შექმნის რაიმე ახალს ან რაიმე საკეთილდღეოს, მისი აზრები უმეტესად განცხრომულ დროის ტარებაშია გადაჭრილი. და მისივე მუზებიც განცხრომებს ემსახურება, ასეთი ადამიანები უაზროდ მოდიან და უაზროდ ტოვებენ ამ სამყაროს. ცხოვრერბაში სიმდიდრე ბედნიერება არააა, სიმდიდრე და ბედნიერება არის ის როდესაც აკეთებ საქველმოქმედო საქმეს ანგარების გარეშე. ასევე როდესაც რაიმეს დატოვებ სასარგებლოს და მუდმივად ვიდრე არსებობს სამყარო შენ არ დაგივიწყებენ. მოდით ერთი წუთით დავხუჭოთ თვალები და წარმოსახვით გავხედოთ შენი სიკეთით გახარებული ადამიანის სახეს, იმ ადამიანზე მეტად შენ გაგახარებს მისი სიხარული. ამაზე მეტი ბედნიერება განა რა უნდა იყოს? ამიტომ არასოდეს არ განიცადოთ თუ რაიმე სიტრთულე მოგევლინებათ. ყველაფერი რაც თუ რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე მოქმედებებიტ მოდის. ასე რომ არ მოხდეს უდიდესი გამოცდილებები უნდა ავითვისოთ. ვინაიდან ამ გამოცდილებებს რეალური დრო ჭირდება გამოინახება მეორე გზა რასაც განათლება ეწოდება, უნდა განავითაროთ გონება გამჭრიაქე ელვარებით, ბევრი უნდა მოუსმინოთ ნებისმიერ გამოცდილ ადამიანების გამონათქვამებს . თუგინდ უარყოფითი იყოს აქედანაც რაიმე დასკვნას გამოიტანთ ცხოვრებაში. ყოველივე ეს როდესაც გონებაში მოიყრის უამრავად თავს ადამიანს მაშვინ აღეძრება სურვილი და მუზა . შემდეგ კი ცდილობს ყოველივე ფურცელზე გადაიტანოს, ამ ჩანასახს ვინმე აიტაცებს და წარმოგვიდგენს კინო ფილმის , მუსიკის. ლექსის, და სხვა რაიმე სახით. საბოლაოდ ყოველივე ამას დაერთქმება სახელი სამყარო რომელიც ცივილიზაციის უმაღლეს წერტილში ავიდა. თუმც ამ სამყაროს უმაღლეს წერტილში ასვლას ბნელი ძალები ხელს უშლის, მაგრამ სიკეთე ყოველთვის წინა ხაზეა რაგინდ დაჩაგრულიც არ უნდა იყოს. ყოველივე კარგი და უბოროტო საქმე დადებითში ჩაეთვლება აღსარებაზე წარდგენილ ყოველ ადამიანს.ამიტომაც არის გამონათქვამი ყოველივეს მოეკითხება..

სუნთქვა შენა ხარ მთელი სამყარო
მითხარ რა გინდა რით გაგახარო?
ეხლა მარტო ვარ რა მემართება
მსურს მუდამ ჩემთან გვერდით გატარო.
ნუ გეშინია ფრთხილად ვიქნები
ჩემს გულ ძარღვებში უნდა გახარო,
განა მტერი ვარ შენი თავისა?
ბზები შეგიკრა არ გაგატარო.
სუნთქვა შენა ხარ ჩემი სამყარო
გული დაგეძებს მითხარ სად ხარო
ვერ გავრკვეულვარ რამემართება,
თავზე მემხობა მთელი სამყარო.
ეხლა მშვიდობით ბედმა გახაროს
არ დამივიწყო თუ ვერ მნახავო,
როცა ისურვებ გზა დამილოცე
მთელი ცხოვრება გულით გატარო.
ავტ. კ.შანი
===============================================






♣♣

როცა გონება ღრმად ჩაფიქრდება

სხვა სამყაროში ყველაფერს ვხედავ,

გონება წვდება კეთილ რეგიონს

მათ სიკეთე სურთ აკეთონ ყველგან.

იქ პატივს ცემენ ყველა წმინდანებს

განსაკუთრებით პატარებს ყველგან,

ფრთებ შესხმულებთა ანგელოზებში

ლამაზ მინდორში სიხარულს ვხედავ.

როცა გონებას შორს გადავყავარ

სხვა სამყაროში ბევრ რიგებს ვხედავ,

ალბათ იქ მიდის საქმის განხილვა

შიშით ზანაზარებს ცოდვილნი ყველგან.

გონება წვდება ნაკლებ ცოდვილებს

მათ მიუსაჯეს აქ მოსვლა ქვეყნად,

ალბათ მიეცათ ეს ბოლო შანსი

იქ მიუტევეს მე აქ ხსნას ვხედავ.

==============


წუხელ შუაღამით უფლს ვესტუმრე

შენთან გაუშვი წმიდა ზარები,

ტკმგბილად გეძინა ვერ გაიგონე

შენთვის ვილოცე ჩუმი აზრებით.

წუხელ შუაღამით წმინდანს ვესტუმრე

სევდით აივსო ჩემი აზრები

გულით ვილოცე გთხოვ დამიჯერო

ხელი ჩამგკიდე დაიკარგები.

ეხლა ამწუთას ისევ ვესტუმრე

მას მივაწოდე ჩემი აზრები,

ვდგავარ და გულით შეზე ვლოცულობ

რომელი გზითაც დაიარები.

სხვა რაღა გითხრა ღმერთმა დაგლოცოს

გულში ბზარი მაქვს ნაიარებით,

უფალს შევთხოვე შენ კარგად იყო

მე უკვე დავრჩი ჩემი განცდებით.

--
--------------------

მოგონებათა განცდები..

სევდით მივდივარ შემოდგომის

ნესტიან გზაზე,

მძიმედ ვიხსენებ ფიქრში გართული

სიყვარულის დადრდიან ამბებს,

ვარ გულ დაცლილი შემოდგომის

წვიმიან გზაზე,

მოგონებებით ჩემ თვს ვიმშვიდებ

იქნებ ავიდე გოლგოთას მთაზე.

მივდივარ ფიქრში უსყვარულოდ

მარტო ვარ გზაზე,

გვერდით ვინც მყავდა მიღალატა გამცვალა სხვაზე,

ჩუმათ მიმავალს მწარე ფიქრები

მახსენებს წარსულს,

წვიმა და ნესტი ვით მეგობარი

მუდმივად დამდევს.

ვაკვირდებოდი ცხოვრების ხედვას

არ ვიდექ განზე,

თვალწინ მეხსნება დღენი ფიქრებით

განცდები მასზე,

მაინც ვმშვიდები მსუბუქად ავალ

გოლგოთას მთაზე...

იმ სამყაროში დავდგები ალბათ

მნათობელ გზაზე.



------------------------------------------------------------------------


გახედავ ზეცას ცა სუფთა არის

მაგრამ ხომ არის რომ იღრუბლება,

ირგლივ სამყარო ლამაზი არის

ალბათ ღმერთს ჩვენთან ასე ჭირდება.

გახედავ ირგლივ სიღარიბეა

დედები შავით მოსილნი არის

კარზე გადგება და ლუკმას გთხოვენ,

ნუთუ სხოვრებას ასე ჭირდება.

გახედავ ვიგაც ანტალიაში

კარგად ისვენებს არვისთვის ღელავს,

მისთვის სამყარო ნულის ტოლფასი

ნუთუ ცხოვრებას ასე ჭირდება?

და როცა მოვა დრო აღსარების

ურმით მოაღწევს სიმართლე ჩვენთან,

ცოდვილნი მოვლენ აღსარებაზე

ძველი ცოდვები არვის ჭირდება.

გახედავ ზეცას ცა სუფთა არის

საქართველოში მზე გაბრწინდება

ირგვლივ სამყარო ლამაზი არის

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά