ივანიშვილის ჭეშმარიტი რუსული ოცნება.
30, Tbilisi, Γεωργία

ივანიშვილის პარტიის წევრი კოკოითის საახალწლო სუფრაზე იჯდა...
a15543.jpg
ივანიშვილის რენეგატები
10:28 27.02.2012
[ირმა გორდელაძე]

ივანიშვილს, სესიაშვილის გარდა, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ბევრი მსგავსი ჰყავს,რომლებიც თავისი ეთნიკური წარმომავლობით, პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და პუტინის გულის მოსაგებად სპეკულირებენ . თან მშვენივრად ახერხებენ ბიზნესი სეპარატისტულ მთავრობებთან და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებთანაც ჰქონდეთ.

ბიძინა ივანიშვილმა თავის „მეოცნებეთა“ სახეებში ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდელი და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოდან ცხინვალში გაქცეული ლერი ხაბელოვიც წარმოადგინა. არადა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ლერი ხაბელოვი აგვისტოს ომიდან მალევე საქართველოდან პირდაპირ კოკოითის ცხინვალში გაიქცა და რუსებს ანტიქართული განცხადებებით თავი მოაწონა. როგორც მაშინ ამბობდნენ ხაბელოვი, ამის წყალობით, სეპარატისტების საახალწლო სუფრაზეც მოხვედრილა.

წარდგენის დროს, ბიძინა ივანიშვილს რატომღაც არ დაუკონკრეტებია, სად ცხოვრობს და ვისთან ერთად აწარმოებს ბიზნესს მისი პოლიტპარტიის წევრი და რჩეული ლერი ხაბელოვი , რომელიც საქართველოდან პატარკაციშვილის დროს, ოლიმპიურ კომიტეტში თანამდებობის დაკარგვის გამო, ხელისუფლებაზე განაწყენებული გაიქცა ცხინვალში .აბა იმას ხომ ვერ იტყოდა, პატარკაციშვილთან ერთად ოლიმპიურში თანამდებობაზე ყოფნა არ მაცალეს და გავნაწყენდიო. ამიტომ ხაბელოვმა ცხინვალიდან განცხადებები აკეთა, რომ თურმე ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით გაუდევნიათ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეიგნო, რომ არ შეიძლება მეზობელთან ყოველ წუთს ჩხუბი და დაძაბული ურთიერთობა გქონდეს. არასოდეს ვყოფილვარ არც ქართველი და არც ოსი ხალხის მტერი. ვინც მტრად მთვლის, ეს მისი პრობლემაა და ძალიან მეცოდება ეს ადამიანები. საქართველოს მარტო რუსეთთან კი არა, ოს ხალხთანაც აქვს ბევრი რამ გასარკვევი... ის, რაც 2008 წელს მოხდა, უკანგადადგმული ნაბიჯია.’’ლერი ხაბელოვი გაზეთ „ვზგლიადიდან“ ასე გვმოძღვრავს: „საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი რამ: მეზობლებთან ჩხუბი და მუდმივად დაძაბული ურთიერთობა არ შეიძლება“, -აცხადებს ივანიშვილის პარტიის წევრი, რომელიც ახლა ოს სეპარატისტებთან ცხოვრობს და მისივე განცხადებებიდან, როგორც ჩანს, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ადანაშაულებს.

ამის ფონზე კი, ხაბელოვს არსად განუცხადებია, რომ აგვისტოს სისხლიან ომში ხელები პუტინს აქვს გასვრილი. მისი განცხადებები ზუსტად ერთი ერთზე ჰგავს კრემლის მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც თავისი დანაშაულის გადაფარვას საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაბრალებით ცდილობენ. როგორ წარმოგიდგენიათ, კრემლის „დაბროს“ გარეშე ქართველი მაღალჩინოსანი ჩრდილოეთ ოსეთს აფარებდეს თავს? თუ ივანიშვილის პარტია რეალურად პროდასავლურია, მაშინ მის რიგებში რუსეთის მხარდამჭერი განცხადებების ავტორს არავინ მიიღებდა.

მაგრამ რეალურად, ხაბელოვი ივანიშვილის სარკეა და მისი პოლიტიკური ბოსიც რომ ასევე არ ფიქრობდეს , როგორც სეპარატისტულ ოსეთში გაქცეული ხაბელოვი, მაშინ, როგორც მინიმუმ „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში არ ჩასვამდა. პრინციპში, თავად ივანიშვილსაც არსად უთქვამს, რომ აგვისტოს ომი სწორედ პუტინის დამსახურებაა. პირიქით, ამ მიმართულებით ის ყოველთვის ცდილობს თავის გამოსვლებში პუტინს ლაქები ჩამორეცხოს.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ხაბელოვთან ერთად, გოჩა ძასოხოვიც ითანამშროლობს ივანიშვილთან, თუმცა ამჯერად დახურულ ფორმატში. თავად ძასოხოვი მოსკოვში პირდაპირ პეკინიდან გაიქცა, სადაც ის ოლიმპიადის სპორტსაზოგადოება „დინამოს" ხელმძღვანელის რანგში იმყოფებოდა. ძასოხოვმა გაზეთ „სეგოდნიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანტიქართული განცხადებები გააკეთა და ისიც განაცხადა, რომ ისიც და ხაბელოვიც ოსური წარმომავლობის გამო შეავიწროვა ხელისუფლებამ და ხაბელოვი ცხინვალში წავიდაო.

ისე საინტერესოა, თუ ამდენი ხანი საქართველოში ეთნიკური ნიშნით სდევნიდნენ, ამ ხელისუფლების პირობებში როგორ იშოვნეს რამდენიმე ათეულმილიონიანი ქონება და როგორ ინიშნებოდნენ მნიშვნელოვან პოსტებზე თავად ძასოხოვი ან ახლა ივანიშვილის პარტიაში ლამის პირდაპირ ვაზელინით მოხვედრილი ლერი ხაბელოვი?

Фото без названия

გაცხოველებული რუსეთის პოლიტიკა. რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება.


Фото без названияФото Без названия

Фото Без названияФото Без названияФото без названия

Фото Без названия

Фото Без названия

Фото Без названияმოგესალმებით ყველას! წავიკითხე აქ დადებული კომენტარები, ძალიან მაფიქრებს ერთი რამ, ძირითადად მხოლოდ წარსულის ხსენებაა.რაც შეეხება ზვიადის. არ მგონია 91 წლეებში ნაკლები მომხრე ვყოფილიყავი. მეტიც დღემდე მისი ფანატიზმით ვარ სებყრობილი. ეს ადამიანი ერთად ერთია კოსტავასთან ერთად რომელსაც სამშობლო თავდავიწყებით უყვარდა.დიახ მისი სიტყვები გარკვეულ წილად ასრულდა . მართლაც იყო ქაოსი და თბილისის უბნებად დაყოფები. ასევე ისიც გამიგია თუ როგორ აგონიაში ჩავარდა როდესაც ყველამ უღალატა. ერთი სიტყვით მსურს ვთქვა, დღეს ისევ გვემუქრება რუსეთის იმპერია, ახალი გზით. . ჩვენ მუდმივად ყველაფერს ვაკეთებდით რომ ერთმორწმუნე რუსეთი დაგვემეგობრა. მაგრამ, პუტინისტურმა რუსეთმა ისევ დაყოფა და ბატონობა მოისურვა. მე თქვენში უზარმაზარ პარტრიოტიზმს ვხედავ. ასევე ვხედავ საქართველოს ქომაგ მოყვარულ ადამიანებს. მაგრამ იცით რა მაშინებს? რუსეთიც დერჟი მორდა წისქვილზე რომ ასხამთ წყალს. დამიჯერეთ, ეხლა რომ ისევ დაგვიმონოს რუსულმა იმპერიამ . ხსნას ვეღარასოდეს მოვესწრებით. ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა რა შედეგს მოგვიტანს ევროპისკენ არჩეული კურსი..? მეტიც ამერიკის მხარდაჭერა? ნუ დამაყრით ქოქოლა სიტყვებს. მეგობრებო რუსეთმა სხვა არჩევანი არ მოგვცა. ამიტომაც ამერიკისკენ გავიხედეთ. მერწმუნეთ ეს ერთად ერთი გზაა იქნებ არასახარბიელო მაგრამ რაღაც იმედის მომცემი. რაც შეეხება რუსულ იმპერიის ისტორიას? მის მოყოლას არ შევეცდები.რუსულიბ შოვინიზმი მსოფლიო მაფრთხობელა გახდა დღეს როდესაც გრუმ. რუსულმა დაზვერვამ იცის ქართული ფსიხოლოგია, ისევ ცდილობს ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდოს. და ისევ სურთ ქართველებმა ერთმანეთი დავჭამოთ. რით ვერ გაგვიგია რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს.გახედეთ რა ხდება რუსეთში., და ნთუ კარგად გაერკვევით აუცილებლად დარწმუნდებით რომ თუ რუსეთი ასეთ გზაზე ივლის აუცილებლად დაშლა ელოდება. კარგი ეს მათი პრობლემა იყოს. ეხლა გადმოვინაცვლოთ ისევ საქართველოში. მეგობრებო რატომ ხართ პესიმისტურად განწყობილები? როდის იყო დანგრეული ქვეყანა ერთბაშდ შენდებოდა? კი ბატონებო, გეთანხმებით რომ, ისევ არის უსამართლობა , და განუკითხაობა, მაგრამ განა ასე ადვილად როდი აღმოიფქვრება? თანმიმდევრობით ყველაფერს მოევლება. ნუ გადავაყოლებთ ერთი კაცის სიძულვილს მთლიანად საქართველოს. როცა კომენტარებს ვკითხულობდი არავისგან არ მომისმენია თუ რაში ხედავთ გამოსავალს? და თუ ხედავთ ამიხსენით იქნებ მე რაიმე ვერ გავიგე. მაგრამ გამოსავალში თუ ისევ ვიმე მიქადაგებს რუსეთან საჭიროა კარგი ურთიერთობაო . დავეთანხმები ცალმხრივად. მეორე მხრივ დავდებ ყველა ისტორიულ ფაქტებს თუ რამდენჯერ გაგავცურა რუსულმა იმპერიამ. ამჟამადაც არ არის გამორიცხული. ვიცი ეხლა იქნებ ვინმე შემეხმიანება და ხსნას ივანიშვილით მომივლენს, მეგობრებო ჩემთვის ესეც მიუღებელია, და თუ რატომ? კარგად გადახედეთ მის გუნდში რა ხალხი იყრის თავს. ზედმეტად არ ვამტკიცებ ეს ადამიანიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიშიფრება. ქველმოქმედიაო? გეთანხმებით რომ არის მაგრამ სამწუხაროდ, ამ ქველმოქმედებამ უკვე ანგარების სახე მიიღო. და ბოლო ყველაზე მთავარი მე ღრმად მწამს რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის შემოგზავნილია. ეხლა თქვენ მიძახეთ მიშისტი , ან ნაციონალისტი. მაგრამ მე, ვარ რეალისტი. გეფიცებით ბიძინა ივანიშვილი რუსეთი კენ რომ არ იხედებოდეს პირველი მე ჩავდგებოდი მის რიგებში. მაგრამ ხომ გაგიგიათ მტრის მეგობარი ჩემი მეგობარი ვერასოდეს ვერ გახდებაო. კიდევ ბევრის თქმა მსურს ,უბრალოდ ვერ ვახერხებ.. ჩემეული აზრით ხსნა არის ერთში, ვებრძოლოთ იმ უმსგავსობებს რაც არ მოგვწონთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რუსული იმპერიის გულის გასახარად. დრონი მეფობენ და არა მეფენი. მიშა ცაზე არ არის გამოკიდებული. ყველამ ვაკეთოდ მშვიდად ჩვენი საქმე. ისე რომ მტრის წისქვილზე წყალი არ დავაქციოთ.
ფარავდეს უფალი სრულიად საქართველოს და ყველა თქვენთაგანს ვისაც საქართველოზე ჭეშმარიტად გული შეგსტკივათ.

მომიტევეთ ჩემი აზრების გამოთქმისათვის. ვინ იცის იქნებ ვცდებოდე, მოხარული ვიქნები თუკი ვინმე გადამარწმუნებს და უკეთეს ალტერნატივას შემომთავაზებს. ან უკეთ ჩმახედებს დრემანდელობაში. ჭეშმარიტება კამათში იხატება.
პატივის ცემით კოკა. შანი..
bl10.jpg
"მხიარული პინგვინები" - უკვე თბილისში და ქართულ ენაზე!...25.02.2012

ივანიშვილის გვარზე სწორდი! სმენა!.. ოცნებები დაითვა-ლე!.. ნაბიჯიიით იარ!...

„ჩემი გვარი საჭიროა, იმიტომ რომ ხალხს ჩემს გვარზე აქვს სწორება…“

ბიძინა ივანიშვილი

„შენ მეკითხები, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ღალატი“, დუელში მიწვევ…

მეც პასუხი არ მაქვს ხალვათი:

პირგაბადრულმა რომ ატარე შაჰის ხალათი -

აი, ღალატი…“

ია სულაბერიძე

ჰო, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ არც სერგო ორჯონიკიძეს, არც ფილიპე მახარაძესა და არც იოსიფ ვისარიონოვიჩს არასდროს გაუფიქრიათ: "მოდი, ახლა საქართველოს ვუღალატებ..." - უბრალოდ, არსებობს ღალატის ფოლფასი ქმედება, რომელსაც მერე ისტორია არქმევს ღალატს...

ეს 25 თებერვალზე გამახსენდა, ახლა კი იმას დავუბრუნდები, რისთვისაც ამ ბლოგტექსტის წერა დავიწყე:

კაცი, რომელმაც გაუძლო რუსულ რყევებს და რუდუნებით აგროვა ჯერ ათასები, შემდეგ მილიონები და სულ ბოლოს მილიარდები;

კაცი, რომელსაც არასდროს შეხებია რუსეთის ხელისუფლების მსახვრალი ხელი და მათ შორის, ბუნებრივია, არც 2006 წელს გამოუძევებიათ მოსკოვიდან სატვირთო თვითმფრინავით;

კაცი, რომელმაც ჯერ ქველმოქმედება, შემდეგ კი პოლიტიკა უზარმაზარი ამბიციით დაიწყო;

კაცი, რომელიც პატრიარქს „გაუნაწყენდა“ სამებასთან დაკავშირებით მისი გვარის ხსენების გამო, დღეს კი ყველას გვარწმუნებს, ხალხს ჩემს გვარზე აქვს სწორებაო;

კაცი, რომელმაც საკუთარი, „საყმაწვილო“ ასაკში მყოფი შვილი სიმღერ-სიმღერ ჩააბა პოლიტიკაში;

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, მაგრამ ვერ იმახსოვრებს მას;

კაცი, რომელსაც ჭადის სახელი ავიწყდება, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო;

კაცი, რომელსაც თავისი სამშობლოს მოქალაქეობა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნებში ჩაბმას გადაწყვეტს -

უპრეცენდენტო ნაბიჯს დგამს და თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ეტაპს, რომელსაც პირობითად, „ბიძინიადა“ შეიძლება ვუწოდოთ, ასრულებს.

პირველი ეტაპის დასრულებისთანავე ის ახალი ეტაპის დასაწყისის შესახებ აკეთებს განცხადებას. ქართულ პოლიტიკაში „ეკატერინიადა“ იწყება:

„ვფიქრობ, ეს დროებითი, მაგრამ საჭირო ღონისძიებაა: ჩვენ ოჯახში ნამდვილი დემოკრატია გვაქვს,

ყველაფერს ერთმანეთთან შეთანხმებით ვწყვეტთ და მე სწორედ ასეთი ქვეყანა მინდა ავაშენო. ამ შემთხვევაში ეკა დაიჭერს იმ ადგილს, რომელიც მე უნდა დამეჭირა ან ჩემს ვაჟიშვილს, უტას, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტიურობდა, თუმცა, ის 19 წლისაა და კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ჩემი გვარი საჭიროა, რადგან ხალხს დღეს ჩემს გვარზე აქვს სწორება, ამიტომ ჩემი მეუღლე იქნება ივანიშვილი… უფრო სწორად, ხვედელიძე-ივანიშვილი…“

უფრო სწორად ხვედელიძე-ივანიშვილს ეკატერინე ჰქვია და მართალია, ამბიციურობა მის პირველ განცხადებაშიც ჩანდა, როცა გაიხსენა, საქართველოს ისტორიაში ქალები ქვეყნის სათავეებთან საკმაოდ წარმატებულნი იყვნენო, მაგრამ არ დავიწყებია იქვე ხაზი გაესვა, რომ ის მაინც თავისი მეუღლის ჩრდილქვეშ იქნება:

„იმედია, საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემი მეუღლისგან ჩემთვის რჩევების მოცემას აკრძალავს“, – თქვა მან.

„ბიძინიადას“ პერიოდში კი აშკარად გამართლდა ერთი ჩემი ენამჭევრი მეგობრის მოსაზრება, რომელიც მის ბაგეთაგან ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის შემდეგ გადმოიღვარა:

„ამ კაცს ეთერი უნდა ჩაურთო და სანამ არ მობეზრდება, არ უნდა გამოურთო…“

ივანიშვილის მხარდამჭერთა ნაწილს დღემდე უკვირს, რატომ ახსენებს ასე ხშირად არაივანიშვილისეული მედია შევარდნაძის დროინდელ სახეებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ. სხვათა შორის, მათზე აქცენტის გაკეთების შემდეგ თვითონ ივანიშვილიც კი აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში და „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გააშანშალა, სადაც მიუთითა, ის ხალხი ჩვენ არ მოგვიწვევია, ბატონო, მოსაწვევის გარეშე მოვიდნენ და ხომ არ გავაგდებდითო… არადა, მარტო მე ვიცი ერთი 30 კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი კი არა, ფანია და მზად იყო, მისთვის არათუ დარბაზში, სკამზე მოკალათებულს, არამედ ფილარმონიის ჭაღზე ჩამოკონწიალებულსაც ესმინა, მაგრამ არ შეუშვეს… ახლა გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რომ იქ მისული „სახეები წარსულიდან“ „ჩანგალზე“ მისულები იყვნენ…

როცა პრეზენტაცია დასრულდა, ისევ ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე“ იხუმრა – ეტყობა, მავზოლეუმის კარი დარჩათ ღიაო, მერე კი დაინტერესდა, რამდენი დღით დაიკეტებოდა ფილარმონია დარბაზში დამდგარი ნაფტალინის სუნის გასანიავებლად…

საერთოდ, „ფეისბუქზე“ იმდღევანდელი გამოხმაურებები ცალკე და საინტერესო თემაა, ამიტომ მასზე უფრო დაწვრილებით ღირს ყურადღების გამახვილება.

მათ, ვინც დარბაზს თვალი გადაავლო და იქ მყოფ ადამიანთაგან ბევრი იცნო, გაუჩნდა შეგრძნება, რომ ფილარმონიაში შედგა შეხვედრა წარსულთან.

„რანაირად შეიძლება, ხუთმილიარდნახევარი გქონდეს და შენს ოცნებაში გოგა ხაინდრავა და ეკა ბესელია ჯდებოდეს?“ – შეწუხდა მეორე.

„ეს კაცი წინასწარ დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობს და ქვეყანას ააშენებს?“ – დაინტერესდა მესამე.

„ქალბატონო ნაირა, ჩაგვეძინა, ტონი მაინც შეცვალეთ მჭექარე ხმით“, – ითხოვა სხვამ.

„ტექსტი შუაზე უნდა გაეყო და ნახნახევარი წაეკითხა თავში და ბოლოში, აღარ შეეშლებოდა“, – ივარაუდა მავანმა.

მოკლედ, როგორი რუდუნებითაც უსმენდა, ფეხზე უდგებოდა, ოვაციებს აგებებდა დარბაზში მყოფი ხალხი დიდ მილიარდერს, ისეთივე მონდომებით, რუდუნებითა და გამალებით კაკუნებდნენ კლავიშები თბილისში და არამარტო თბილისში.

მანამდე კი განხილვის თემად თბილისში კახა კალაძისა და ანდრეი შევჩენკოს ჩამოსვლა და უკრაინელი ფეხბურთელის მიერ კალაძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა გახდა.

„ყველანი აქ ვართ! აქ არის ყველა!

აგე, შევჩენკოც მოვარდა ჩორთით!

ბიძინასათვის, ბიძინასავით, ბიძინასაკენ, ბიჭებო, სწორდით“ – დაიწერა ერთ-ერთ კედელზე ატვირთული ბერას, კალაძისა და შევჩენკოს ერთობლივი ფოტოს აღწერის ველში.

დარბაზში მსხდომებთან დაკავშირებით კი „ფეისბუქზე” დამატებითი კითხვები გაჩნდა. ჩამონათვალი, მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა: ძველი და ნაცნობი, ძველი და უცნობი, ძველი და კარგად დავიწყებული სახეებით.

წინასწარ დაანონსდა, რომ პოლიტიკოსები პრეზენტაციაზე არ იყვნენ მიწვეულები, მაგრამ საპატიო, ბიძინა ივანიშვილის რიგის უკანა სკამებზე მოხვედრა რესპუბლიკელებს ნაღდად წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი: იქ, სადაც ოლიგარქი უნდა დამჯდარიყო, წინა და უკანა რიგები წინდაწინ იყო დაკავებული – წინა კალაძე-შევჩენკო და კომპანიისთვის, უკანა კი უსუფაშვილი და კომპანიისთვის.

დარბაზში სხვადასხვა ადგილას შენიშნავდით შემდეგ პირებს: დავით თევზაძე, არმაზ სანებლიძე, რეზო ესაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, გენერალი გიორგი შერვაშიძე (შევარდნაძისდროინდელი შინაგანი ჯარის სარდალი), გია ყარყარაშვილი, რობერტ სტურუა, ვახტანგ ხმალაძე, გოგა ხაინდრავა…

ამ და სხვა პირების გამოჩენამ „ფეისბუქ-სტატუსების“ ცეცხლი ახალი ძალით გააჩაღა:

„მოვითხოვ, გამჭვირვალე და ხელმისწავდომი გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საკუთარი ფულადი სახსრების რა ნაწილი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ნაფტალინის შესაძენად!..“

„20 წელია სულ სადღაც იკრიბებიან – შავნაბადა, ჭადრაკის სასახლე, სპორტის სასახლე, ეროვნული სტადიონი, კოსტავას გამზირი ტელევიზიასთან, რუსთაველის გამზირი მთავრობის სახლთან, ფილარმონია. შეხვედრის ადგილი იცვლება, მაგრამ შეხვედრის მიზანი უცვლელია. „სასტავიც“ რომ უცვლელია? ყველა სახეზეა! კავკასიური დღეგრძელობა მითი არ ყოფილა.“ – ფბ-ზე გამოჩენილი ეს ორი სტატუსი დღეს სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა გაიზიარა.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, „ფეისბუქზე“ საკუთარ ოფიციალურ გვერდს ან საერთოდ არ კითხულობს, ან კიდევ, მხოლოდ მხარდამჭერთა გამოხმაურებებს კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ დაჟინებითი მცდელობის მიუხედავად, მაგალითად, ცოცხალი თავით არ უპასუხა „დრონი.ჯი“-სრედაქტორის (და არამარტო მის) შეკითხვას, რომელიც მან „ფეისბუქში“, შეკითხვების განყოფილებაში მისწერა: „ბატონო ბიძინა, თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. შეგიძლიათ თუ არა დღეს და ახლა, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე დადოთ მტკიცე პირობა, რომ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში, საქართველო არასდროს შევა რაიმე სახის პოლიტიკურ ან სამხედრო ალიანსში – რუსეთის ფედერაციასთან?“

ბიძინა ივანიშვილი ღიზიანდება, როცა საუბარს მის გარემოცვაზე, მის მართვაზე, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „ფულის ახევაზე“ იწყებენ. ამტკიცებს, დამოუკიდებლად გავიზარდე, 11 წლის ასაკიდან სკოლაში სწავლის პარალელურად ფიზიკურად ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი მქონდაო, მერე კი ამატებს – არ ვარ ის კაცი, ვისი მართვაც შესაძლებელიაო. არადა, სურათი, რაც შორიდან ჩანს და რასაც კულუარებიდან გამოსული ხმებიც ადასტურებს, სულაც საპირისპიროა: „ქართული ოცნებიდან“ სულ ახლახან წამოსული ნანა დევდარიანიც კი აღიარებს, რომ ივანიშვილს მისი გარემოცვა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს და ივანიშვილს მიმართავს – ამ ტაქტიკით თქვენი გამარჯვება ფრიად საეჭვოდ მეჩვენებაო…

15 იანვარს დასრულებული „ბიძინიადა“ და დაწყებული „ეკატერინიადა“ კი ძალას იკრებს: „ოცნების“ პარალელურად, „იგრიკაც“ ჩნდება და ჯადოსნური ყუთი მალე შავ ფერში გადაწყვეტილი „ქართული ოცნების“ შესახებ მოგვიყვება. საქართველო კი მართლაც პარადოქსების ქვეყანაა. მხოლოდ ქართულ სინამდვილეს თუ მოერგება ის ანეკდოტიც, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ მათ უნდა წაიკითხონ ყურადღებით, ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილს რუსეთში მილიარდების საშოვნად და, რაც მთავარია, ხელუხლებლად დასატოვებლად არც პუტინის და არც მისი წინამორბედის მხარდაჭერა, მფარველობა, ლობირება და „კრიშობა“ არ სჭირდებოდა… რისი დანახვაც არ გინდა, ვერ დაინახავ, თუნდაც სულ თვალწინ გიტრიალებდეს:

Фото без названия

Фото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото Без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названия

ნამდვილი ქრთული ოცნება !

 
Σχόλια
kessaria 27.02.2012

mebraleba eg adamiani..faqtiurad cocxlad shechames...*((((

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά