მუსიკა და ადამიანის ფსიქოლოგია ...
30, Tbilisi, Γεωργία


Фото без названия

Фото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названия
169014_166316453413993_100001069172123_348033_4639880_n.jpg

onlineგიტარა





უცნაური გიტარა
იცით თუ არა?

გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდაესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ ხალხურ ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.

გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.

ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარა” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარა", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულიაპოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი.

აკუსტიკური გიტარა (და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები) ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. კლასიკური გიტარა ხშირად იკვრება როგორც სოლო ინსტრუმენტი თითების ამოკვრის ტექნიკით. ელექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზი, ბლუგრასი, ქანთრი, ფლამენკო, ჯაზი, ხოტა, მარიაჩი, რეგი, როკი, სოული და ბევრი სხვა პოპის ფორმებში.


გიტარების ოსტატმა გიბსონმა მსოფლიოში პირველი ელექტრო გიტარა E9-150 შექმნა 1935 წ.

7 წლის შირლი ტემპლი აშშის კინოაკადემიის ისტორიაში „ოსკარის” ყველაზე ნორჩი მფლობელი გახდა.

მრავალწლიანი შრომის შედეგად კინოეკრანებზე გამოვიდა უოლტ დისნეის ნახატი ფილმი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” (1998წ.)

უოლტ დისნეი აღიარებულია მულტიპლიკაციური ფილმების პირველ ავტორად მსოფლიოში. მისი სახელობის სტუდია დღემდე დიდად პოპულარულია.

უნგრელმა ჟურნალისტმა ლალო ბირომ ბურთულიანი საწერი კალამი გამოიგონა.

შვეიცარიულმა ფირმა „ნესტლემ” მრავალწლიანი კვლევის შედეგად გამოუშვა ყავა „ნესკაფე” (1938 წ.)

რუსმა ემიგრანტმა აშშ-ში, იგორ სიკორსკიმ დააპროექტა და აამუშავა მსოფლიოში პირველი პრაქტიკული შვეულმფრენი


უცნაური გიტარა
გიტარა



გიტარა

გიტარა

გიტარა

ზოგჯერ აბზაცებს ვხედავ ნოტებში
თუ უკუვაგდე მე გავოცდები
და თუ მატყუებს ჩემი ოცნება
არც მიჯნურად გავჩენილვართ
და არც მგოსნებად
ჩვენს სიტყვებს პარულს
გრძნჯობები ხარჯავს
თუმცა წააგავს ის ყრუ-მუნჯ დარაჯს
ზოგჯერ ერთია ჩემი მიზანი
ზოგჯერ კი ათასს გაუტოლდება
მე არ გეგონოთ თქვენი მგმინავი
აქ სინატიფე აკორდება ხარჯავს
ზოგჯერ ავაჟღერ მე ჩემს გიტარას
უიმედობას ის დამიფარავს
მე ჩემს მოგონილს სიმღერებს ვუსმენ
და თან რატომღაც ზეცას ვუმზერ
გიტარის ხმაზე ეს ცაც კიაფობს
და მე ამ ამბებს ღამეს ვუამბობ
მე დავუკრავ და იცეკვე ნელა
უკიდო ღამე ღეუბელო ზეცა





თავად მუსიკავ როგორ გვატკბობ მუსიკის დაკვრით
ალბათ დალოცა ეს საკრავი თვით განგებამ
რომ ამ სიმებზე ჩემი თითების ნიავი დაჰქრის
მაშინ ნოტებიც იქცევიან ნეტარ ჰანგებად
მე არ მესმის სიდიადე ნეტარი ფერის
ასე იმონების თიტების რხევა სიმებს დასავლურს
თავს არ ვიზოგავ ვპოეტობ და ჩუმათ ვმღერი
ვგრძნობ რომ ამ სიმებს თან მოაქვს სევდის ფერი
ნეტავ რა გატკბობთ ეს ხომ ჩემი შენატხზავია
მისი სიკარგე ხომ არავის განუსაზღვრია

i-11.jpg
ბუნება


გიტარა
Фото без названияФото без названияФото без названия
Фото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названия

„მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს“.ეს სიტყვები 3 საუკუნის წინ დაწერა უილიამ კონგრივმა, თავის ჰარმონიი-ს ჰიმნში (“Hymn to harmony”).
უფრო ადრე კი, საუკუნეების წინ დაწერილი ხელნაწერები გვამცნობდნენ: „მუსიკალური აღზრდა – ყველაზე ძლიერი იარაღია,რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ,სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს,ადამიანის სულში“.მსგავსი რაღაც ხდებოდა ფაშისტურ გერმანიაში, როდესაც პუბლიკას ასმენინებდნენ ისეთ მარშს, რომელიც მათ აღაგზნებდათ და ამით საზოგადოებას ამზადებდნენ ადოლფ ჰიტლერი-ს ჰიპნოტიზირებული გამოსვლებისათვის.
რათქმა უნდა მუსიკა მოქმედებს არა მხოლოდ სულზე, ასევე გულზე და გონებაზეც, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ისინი განვაწყოთ დადებითად ანუ კეთილად, ან პირიქით – ბოროტად.
მაგალითად, ითვლება რომ, კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობები, ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას, მის გონივრულ და ემოციონალურ ჩამოყალიბებას. მათაც კი, ვისაც მეტყველება უჭირს შეუძლიათ წაიმღერონ ფრაზები იმ მუსიკიდან, რომელთა სიტყვებიც მათთვის რთულად წარმოსათქმელია.
თავის წიგნში „მუსიკა და ტვინი“ („Music and the mind”) ფსიქოლოგი ენტონი სტორი წერს: მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე,რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის ფუნქციის მოშლილობით.
ნიმუშისათვის სთორს მოჰყავს ერთერთი ავადმყოფის მაგალითი, რომელიც დაავადებული იყო პარკინსონის დაავადებით, მოშლილი ჰქონდა ხელ-ფეხის მოძრაობის უნარი და იმდენად უმწეო იყო, საერთოდ ვერ ახერხებდა განძრევას. მაგრამ როდესაც ის შეეცადა და გაიხსენა ბავშვობის დროინდელი მელოდიები, ამან თითქოს გაანთავისუფლა უმოძრაობის ჩარჩოებისგან და მკურნალობის პროცესში გარკვეულ პროგრესს ჰქონდა ადგილი.
ჟურნალში “Sex Roles” მოყვანილია შემდეგი ტიპის ფაქტი: დაკვირვებებმა აჩვენა – თუკი მოზარდი გოგონები იზრდებიან ისეთ ოჯახში, სადაც ხშირია კონფლიქტური სიტუაციები ან არ არის მშვიდი გარემო, იმავდროულად გატაცებულნი არიან როკ მუსიკით და როკ კონცერტების ვიდეო ჩანაწერებით, ასეთ შემთხვევებში, არსებული გარემო შესაძლებელს ხდის, მათ ხედვასა და ქცევაში განავითაროს თავზეხელაღებულობა და დაუმორჩილებლობა.
ნათლად გამოხატული ძალადობა და ღიად მოწოდებული სექსი, რომელიც ხშირად გვხვდება „Rap“ მიმდინარეობის ზოგიერთ მუსიკასა და შესაბამის ვიდეო ჩანაწერებში, მიზეზი გახდა აშშ-ს ერთერთ სასამართლოს ეღიარებინა:ზემოდხსენებული ტიპის, ერთერთი ასეთი „Rap“ ალბომი, როგორც „მიუღებელი საზოგადოებრივი ნორმებისათვის“
როგორც მოზარდების ასევე მათი მშობლების ნააზრევიდან გამომდინარე ჟურნალი „Adolescence“ მივიდა ასეთ გადაწყვეტილებამდე: იმ ახალგაზრდების ცხოვრება, რომლებიც აქტიურად უსმენენ „Rap“-ს და „Heavy Metal“-ს ბევრად უფრო მოუწესრიგებელია, სხვა თანატოლებთან შედარებით ასეთი მოზარდები არიან აგრესიულები, იქცევიან გამომწვევად და მათი წარმატებები სკოლაში სულაც არ არის სანიმუშო.
კავშირი არსებული მუსიკალური მიმდინარეობების – სქესობრივ აღვირახსნილობას, თვითმკვლელობას, ანტისაზოგადოებრივ საქციელს და მასიურ მორალურ დეგრადაციას შორის, დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალით. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა მუსიკალური მიმდინარეობა, ასეთ სულელურ ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანზე?
საუბარი და მუსიკა, ეს ის თვისებებია, რომელიც ადამიანს განასხვავებს სხვა დანარჩენი არსებებისგან. მის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. წიგნში “Музыкальный ум” აღნიშნულია, რომ „როგორც საუბარი ასევე მუსიკა, ანარეკლია ურთიერთობისადმი მოთხოვნილების“. მუსიკა რაღაცით გავს საუბარს, როდესაც მუსიკა „ლაპარაკობს“, ჩვენი გრძნობები უსმენენ.
და მაინც, რატომ ან როგორ ახდენს მუსიკა ჩვენზე ზეგავლენას? იმისათვის,რომ გავერკვეთ ამ საკითხში სასურველია ვიცოდეთ:
1) რა ელემენტებს შეიცავს მუსიკა და როგორ აღიქვამს მას ჩვენი გონება.
2) რამდენად არის დამოკიდებული მუსიკის ზემოქმედება ჩვენს ემოციონალურ ფონზე და კულტურულ გარემოზე.
3) როგორ გავლენას ახდენს იგი, ჩვენს მსოფმხედველობაზე.
სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების გამორჩეულ ჟღერადობას ხშირად უწოდებენ მუსიკის შემადგენელ ელემენტებს.
ერთერთი ასეთი ელემენტია – ინსტრუმენტის ტემბრი. მაგალითად ითვლება, რომ ვალტორნის კეთილშობილური და მამაკაცური ტემბრი, მკვეთრად განსხვავდება საყვირის მედიდური ტემბრისგან. თუმცაღა ვალტორნაცა და საყვირიც მუსიკალურ ინსტრუმენტთა ერთსა და იმავე კატეგორიას, სასულე ინსტრუმენტებს განეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა თითოეული მათგანის ჟღერადობას სხვადასხვა სიძლიერის ობერტონი და ჰარმონია ახასიათებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ თითოეულ მუსიკალურ ინსტრუმენტს უნიკალური „ხმა“ გააჩნია.
სავარაუდოა, რომ პირველი ელემენტი მუსიკის, რომელსაც ადამიანი ეცნობა, ეს არის – რიტმი. (უფრო დეტალურად ადამიანის ცხოვრებაში რიტმის წარმოშობის საიდუმლოებებს, შეგვიძლია გავეცნოთ ალექსანდრე სოფიქსის წიგნში “Ум барабанщика”) მისი აღქმა პირველად ხდება ბავშვის მიერ, ჯერ კიდევ ჩანასახად ყოფნის დროს, როდესაც ესმის დედის გულისცემა.
ვარაუდობენ, რომ საკუთარი გულისცემა, აგრეთვე სუნთქვაც, ქვეცნობიერ გავლენას ახდენს, რიტმის აღქმაზე. შესაძლოა ზუსტად ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ადამიანები ძირითადად ამჯობინებენ ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებს სადაც ტემპი არის 70-100 BPM (Bits Pear Minut). ეს არის ჯანმრთელი, ზრდასრული ასაკის ადამიანის საშუალო პულსი.
მუსიკის შემადგენელი ელემენტების ფართო სპექტრი გამოიხატება უფრო ნათლად, თუ გადავხედავთ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და მოვისმენთ მათ ჟღერადობს.
მაგალითად: ფაგოტის სევდიანი ჟღერადობა მსმენელის სიღრმისეულ აღელვებას იწვევს, ხოლო იაპონური ფლეიტა შაკუხაჩი თავისი ნაზი და ნაღვლიანი მოთქმით, ღრმად აღწევს ადამიანის გულში. ტენორ-საქსაფონის ხრინწიანი ხმა, გამოყენებული ბლუზ-მოტივებში,თამამად იჭრება და დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის გონებაში.
საყვირის რიტმული ბასი მსმენელთა გამოცოცხლებასა და აღფრთოვანებას განაპირობებს. ხოლო ვიოლინოს მელოდიური ხმა აუცილებლად აგაცეკვებთ ვალსის დროს.

Фото без названияФото без названияФото без названия

Фото без названия

Фото без названияФото без названия

Фото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названияФото без названия

Фото без названияФото без названияФото без названияФото без названия

Фото без названия
Фото без названияიცით თუ არა?
! იცით თუ არა?
ვაშინგტონში მეტროს სადგურზე კაცი ჩამოჯდა და ვიოლინოს დაკვრა დაიწყო. იანვრის ცივი დილა იდგა. 45 წუთის განმავლობაში მან ბახის ექვსი პიესა შეასრულა. პიკის საათი იყო და,გამოთვლების მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში მას ათასობით ადამიანმა ჩაუარა. მათგან უმრავლესობა სამსახურში მიიჩქაროდა.
სამი წუთის შემდეგ შაუხნის მამაკაცმა ყურადღება მიაქცია მუსიკოსს. მან ნაბიჯი შეანელა, რამდენიმე წამით შეჩერდა კიდევაც; შემდეგ კვლავ თავის საქმეებზე გაეჩქარა.
კიდევ ერთი წუთის შემდეგ მევიოლინემ პირველი დოლარი დაიმსახურა: ჩამვლელმა ქალმა ფული ჩაუგდო და არ შეჩერებულა, ისე განაგრძო გზა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაც კაცი კედელს მიეყრდნო და ყური მიუგდო დაკვრას; მაგრამ შემდეგ საათზე დაიხედა და წავიდა. ცხადია, სამსახურში აგვიანდებოდა.
ყველაზე მეტი ყურადღება მუსიკოსს სამი წლის ბიჭუნამ მიაქცია. მას დედა ხელჩაკიდებულს მიარბენინებდა, მაგრამ ბავშვი შეჩერდა, მუსიკოსისთვის რომ შეეხედა. ბოლოს და ბოლოს დედამ ძლიერად გაქაჩა ბავშვი და თან გაიყოლა. ბიჭუნა წავიდა, მაგრამ წამდაუწუმ თავს ატრიალებდა, სანამ მევიოლინის დანახვა შეეძლო. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა ბავშვიც. უკლებლივ ყველა მშობელი აიძულებდა შვილს, გზა განეგრძო.
45 წუთის განმავლობაში, სანამ მუსიკოსი უკრავდა, მხოლოდ ექვსი ადამიანი შეჩერდა და დაყოვნდა რაღაც ხნით. ოციოდე ადამიანმა მას ფული მისცა, მაგრამ ნაბიჯი არ შეუნელებიათ. სულ 32 დოლარი შეგროვდა. როდესაც მან დაკვრა დაამთავრა და სიჩუმე ჩამოვარდა, არც ეს შეუმჩნევია ვინმეს. ტაში არავის დაუკრავს, არც სხვა გზით გამოუხატავთ აღტაცება.
არავინ იცოდა, რომ ეს მევიოლინე იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი. მან 3,5 მილიონ დოლარად ღირებულ ვიოლინოზე შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დაწერილა.
მეტროს სადგურზე გამართულ კონცერტამდე ორი დღით ადრე ჯოშუა ბელი ბოსტონის თეატრში უკრავდა სავსე დარბაზში. მის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 100 დოლარს შეადგენდა.
ეს ნამდვილი ამბავი გახლავთ. ჯოშუა ბელის ინკოგნიტო გამოსვლა „ვაშინგტონ პოსტის “ ორგანიზებული იყო და სოციალური ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენდა. მისი მიზანი ხალხის აღქმის, გემოვნების და პრიორიტეტების გამოვლენა იყო. კითხვა ამგვარად იდგა: ჩვეულ გარემოში და არახელსაყრელ დროს – გაგვაჩნია სილამაზის აღქმა?
შევჩერდებით, რათა დავტკბეთ მით? გამოვარჩევთ ტალანტს უჩვეულო ვითარებაში?
ამ გამოცდილების ერთ-ერთი დასკვნა შესაძლოა ასეთიც იყოს: თუკი ჩვენ წუთიც ვერ გამოგვინახავს, რათა შევჩერდეთ და ყური დავუგდოთ მსოფლიოს ერთ უდიდეს მუსიკოსს, რომელიც უკრავს ერთ-ერთ საუკეთესო მელოდიას, რაც კი ოდესმე შექმნილა – რამდენი სხვა რამ გვრჩება ყურადღების მიღმა?
Еще

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά