მალკინის და ივანიშვილის გაჭრილი ვაშლი..
30, Tbilisi, Γεωργία

ალკინის და ივანიშვილის გაჭრილი ვაშლი..
516022e15ffb0ivan-malkin.jpg
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, კაცი ვისთან ერთადაც ივანიშვილმა, როგორც ოლიგარქმა ფეხი აიდგა და ბანკი “როსიისკი კრედიტი” დააფუძნა, ამჯერად უკვე ისეთი მასშტაბის სკანდალში გაეხვა, რომ იგი რუსეთის პარლამენტიდან გარიცხეს.

ვიტალი მალკინი, რუსი ოლიგარქი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დიდი გავლენით სარგებლობს მოსკოვში, იძულებული გახდა დაეთმო რუსეთის პარლამენტის დეპუტატის მანდატი, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ რუსეთის გარდა, იგი საიდუმლოდ ისრაელის მოქალაქეც ყოფილა და რუსეთიდან კანადაში დიდი მოცულობით შავი ფული გადაუქაჩავს.

ცნობილია, რომ მალკინი უკვე 20 წელია ცდილობს კანადაში გადაბარგებას. ამისათვის მან მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტორონტოში. მაგრამ კანადის მთავრობამ მას მოქალაქეობაზე უარი, არც მეტი არც ნაკლები, ორგანიზებულ დანაშაულთან და მაფიოზურ სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირების გამო უთხრა.

კანადის მოქალაქეობის მიღების წარუმატებელი პროცესის დროს კი, ის ამბავიც გასკდა, რომ თურმე მალკინი ამავე დროს ისრაელის მოქალაქეც ყოფილა.

ამან მოსკოვში კონტროვერციის ქარიშხალი დაატრიალა მალკინის თავზე - ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთო ყველაზე მდიდარი კაცი და 2004 წლიდან რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი, ერთდროულად ორი კანონის უხეშ დარღვევაში იქნა მხილებული.

საქმე იმაშია, რომ რუსული კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას. ასევე კრძალავს პარლამენტის წევრებისთვის არადეკლარირებული უცხოური ინვესტიციების განხორციელბას.

როგორც გაირკვა, მაკლინი კანონდარღვევით იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე და ასევე კანონდარღვევით ახორციელებდა საკუთარი კაპიტალის არადეკლერირებულად საზღვარგარეთ გადაქაჩვას კოლოსალურ მასშტაბებში.

ნიშანდობლივია, რომ მალკინის ცოდვები, გაჭრილი ვაშლივით წააგავს მისი დიდი ხნის მეგობრისა და პარტნიორის - ბიძინა ივანიშვილის ცოდვებს. სულ რამოდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში გახეთქილმა დიდმა სკანდალმა თბილისამდეც მოაღწია.
მისი მეგობარ ვიტალი მალკინს, საკუთარ სამშობლოში არადეკლარილებული დიდი ოდენობის ფული ჰქონია გადამალული ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ საიდუმლო კომპანიებში.

ეს ინფორმაცია საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა 15 თვის განმავლობაში წარმოებული გამოძიების შემდეგ გამოამზეურა. გამოძიება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მასში 46 ქვეყნის 86 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ შორის ისეთი ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიცაა - ბრიტანული "გარდიანი" და "ბი-ბი-სი", ფრანგული "ლე მონდი", გერმანული Suddeutsche Zeitung და Norddeustcher Rundfunk, ამერიკული "უაშინგტონ პოსტი" და კანადური სამაუწყებლო კორპორაცია - CBC. გამოძიების პროცესში 120 ათას ოფშორულ კომპანიაზე 2,5 მილიონი ციფრული ფაილი გამოიკვლიეს.

შედეგად, საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა ოფშორული სამყაროს ლიდერად საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

ივანიშვილი მალკინს არც მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სკანდალებში ჩამორჩება. ივანიშვილის ფრანგული მოქალაქეობა ისეთივე გასაიდუმლოებული იყო, როგორც მალკინის ისრაელისა. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მაქინაციისთვის მალკინს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად - პარლამენტიდან გაირიცხვა ერგო; ივანიშვილს კი, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად - ქართული მოქალაქეობის დაკარგვა.

მალკინი და ივანიშვილი იმაშიც გვანან ერთმანეთს, რომ საპასპორტო სკანდალების შედეგად მიღებული სასჯელი, ორივემ პოლიტიკურ დევნად გაასაღა. ივანიშვილმა ეს სააკაშვილის პოლიტიკურ რეპრესიად შეაფასა, მაკლინმა კი მის წინააღმდეგ ამერიკის შეთქმულებად.

საქმე იმაშია, რომ მალკინი, მაფიასთან თანამშრომლობის, შავი ფულით ტრანზაქციების და საიდუმლო მოქალაქეობის გარდა, ახლო წარსულში სკანდალურად გაეხვა კიდევ ერთ საქმეში, რომელსაც დღეს ცივილიზებული სამყარო “მაგნიცკის საქმე”-ს უწოდებს.

შგახსენებთ, რომ მაგნიცკი, რუსი იურისტი იყო, რომელიც რუსეთის მთავრობის და პუტინის გარემოცვის კორუფციულ სქემებს იძიებდა. მისი გამოძიება, რომელიც პუტინთან დაკავშირებულ აშკარა კვალზე გადიოდა, მაგნიცკის დაპატიმრებამ და შემდეგ ციხეში მისმა წამებით მოკვლამ შეწყვიტა. მაგნიცკის სიკვდილმა დიდი ლაქა მოსცხო პუტინის რუსეთის ისედაც დალაქავებულ იმიჯს და რუსეთსა და ამერიკის შორის ურთიერთობების დაძაბვის მორიგ საფუძვლად იქცა. - See more at: http://politico.ge/index.php/news/view/2318#sthash.JZlictYH.dpuf

ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ ეგრეთწოდებული “მაგნიცკის აქტი” მიიღო რომლითაც აშშ-მ სპეციალური სანქციები დააწესა ყველა იმ რუს სახელმწიფო მოხელეზე, ვისაც ამერიკელი კონგრესმენების აზრით კავშირი ჰქონდა 2009 წელს მაგნიცკის მკვლელობასთან.

მოსკოვმა მაქსიმალური კატეგორიულობით გააპროტესტა მაგნიცკის აქტის მიღება და უამრავი საშუალებით სცადა, რომ ეს კანონი ამერიკის კონგრესში ჩაეგდო. ამისათვის კრემლის მიერ მართული, რუსული ოლიგარქიული ფული, ვაშინგტონელ ლობისტებზეც დაიხარჯა, რათა მათი მეშვეობით მომხდარიყო “მაგნიცკის აქტის” ჩაგდება.

სწორედ აქ ამოტივტივდა კიდევ ერთხელ ივანიშვილის პარტნიორის - ვიტალი მალკინის სახელი. სწორედ მალკინის ფულით, სხვათაშორის იმ ფულით, რომელიც მას კრემლმა ივანიშვილთან ერთად აშოვნინა - ფინანსდებოდა ლობისტური კამპანია “მაგნიცკის აქტის” წინააღმდეგ ამერიკის დედაქალაქში. ასევე სხვათაშორის, ამ კამპანიაში იგივე ლობისტები ფიგურირებდნენ, რომლებიც სააკაშვილის ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილის ინტერესებსაც წარმოადგენდნენ ვაშინგტონში.

აქაც საინტერესოდ იკვეთება მსგავსება ივანიშვილსა და მალკინს შორის. მათი საერთო ფულის საზღვარგარეთ “პოლიტიკურ პროექტებზე” ხარჯვა, უცნაურად ემთხვევა პუტინის ინტერესებს. ერთ შემთხვევაში ეს ფული ხმარდება ყოფილ საბჭოთა სივრცეში პუტინის მთავარი მტრის - სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას; მეორე შმთხვევაში, შეერთებული შტატების კონგრესში ბოლო წლებში პუტინისათვის ყველაზე უხერხული კანონის ჩაგდებას.

საქართველოში ფულმა გაჭრა, ამერიკაში ვერა. ამიტომ ახლა მალკინი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი, რაც მას უკვე დეპუტატობად დაუჯდა, სწორედ ამერიკიდან არის აგორებული და ერთგვარი სასჯელია იმისთვის, რომ მალკინი “მაგნიცკის საქმის” ჩაგდებას ლობირებას აფინანსებდა.

ამ განცხადებით მალკინი რათქმაუნდა დეპუტატის დაკარგულ მანდატს ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ კრემლს ერთგვარად ანამუსებს და ეუბნება, რომ თქვენი პროექტის გამო, თქვენი დავალებით დახარჯული ფულისთვის დავისაჯეო.

მეგობრები, რომ ერთმანეთს ემსგავსებიან ეს ცხოვრების ფაქტია. ამიტომ გასაკვირი არც ივანიშვილსა და მალკინს შორის მსგავსებებია. მათ ერთად იშოვეს მილიარდები… მათ ერთად შეძლეს 90-იანი წლების ველურ რუსეთში ერთმანეთის გატანა - See more at: http://politico.ge/index.php/news/view/2318#sthash.JZlictYH.dpuf

ჯერ შავი სამყაროს წილებში ჩასმით, შემდეგ კრემლის ინტერესების სამსახურში ჩადგომით… ისინი ერთად გადაიქცნენ ელცინის რეჟიმის ფავორიტ ოლიგარქებად, რომელბიც ელცინის პოლიტიკურ პროექტებსა და ოჯახს აფინანსებდნენ… შემდეგ კი ერთად მოახერხეს პუტინის მზის ქვეშ გადაბარგება… ამისათვის მათ ერთად უწევთ კრემლისთვის სასურველი პროექტების დაფინანსება… ამიტომ მათი ინსტიქტებიც, როგორც ჩანს საერთოა - შავი ფულის უცხოეთის საიდუმლო ანგარიშებზე გადამალვა და საკუთარი სამშობლოს ბოლომდე არ ნდობა და რომელიმე განვითარებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის საიდუმლოდ დაბევება. - See more at: http://politico.ge/index.php/news/view/2318#sthash.JZlictYH.dpuf

Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά