ხარ განსხვავებული
30, Batumi, Γεωργία

ხარ განსხვავებული
არ ხარ სტანდარტული, მასიური და ეტიკეტური.
არ გარტყამენ ბეჭედს ერთი ბრენდისას.
არ ხარ პოლიტიკოსი და არ ხარ ,,ისინი’’
არ ~გავხარ მათ. ამას ხვდები შენ და განსაკუთრებით ისინი
არ გარბიხარ წვიმის დროს-
გიჟია, ამ თავსხმაში რას გაჩერებულა!-ამბობენ ,,ისინი’’
შენი გონება არ არის შენივე აზრებისთვის ციხე, საკანი.
შენ შეგიძლია ყველა საკანი ღია დატოვო და პატიმრების(აზრების) გაქცევის არ შეგეშინდეს იმიტომ, რომ არ მალავ შენს აზრებს უცხოთაგან განსხვავებით, მათგან რომლებიც მალავენ ახლად ნაყიდ, მეწველ ძროხას უცხო თვალისგან დასაცავად.
შენ არ ხარ კარგი არც ცუდი, სადღაც შუაში ხარ. შუამავლობ კარგთან და ცუდთან.
შენ არ იცვამ წითელ ქოშებს, შენ ფეხშიშველი დადიხარ. შენ არ გაკმაყოფილებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო- შენ გლეხური სახლები მოგწონს-მჭადის და ყველის სუნი.... გძულს ხიზილალა.
არ თამაშობ ჭადრაკს რადგან მეფე არ მოგწონს -ის მცველებს კლავს.
გიყვარს შემოდგომა რადგან ის ჭრელია და ფერადი.
თუ სხვანი მეზობლებს ერთ მტკაველ მიწას ედავებიან შენ მეზობლის ღობე სახლის კარამდე გადმოწიე, რომ არ იჩხუბოთ შენ და გაუმაძღარმა მეზობელმა.
ეხმარები მეეზოვეს მოხვეტაში.
ყველა შემხვედრ მათხოვარს ხურდას აძლევ შემდეგ კი სახლში წასვლა ფეხით გიწევს.
არასდროს ემშვიდობები ცივად, არასდროს ამბობ ხვალამდე იმიტომ, რომ არ იცი ხვალ იქნები თუ არა. წასვლის წინ ემშვიდობები ყველას საკუთარ ძაღლსაც კი.
მათ არ მოსწონთ შენი ღიმილი ხელებს რომ პირზე იფარებ ყველას ჰგონია, რომ კბილებს არ აჩენ.(გეთაკილება)
მრავალჯერ გიკოცნია მიწაზე და მრავალჯერ წაკიგითხავს ხმამაღლა მამაო ჩვენო ქუჩაში.
რქიანს გეძახიან, არადა შენ რქები არ გაქვს..


შევის მუსიკადასარტყამი ინსტრუმენტების კი არა წვიმის ქარისა და წყლის ხმააა.
შენ საკუთარ თავს ხშირად აყენებ კედელთან იმიტომ, რომ მარტო ხარ და ვერავინ დაგსჯის.
შენ ხარ ობოლი...
შენთვის პური არსობისაა და არა ძღომისა(ო. იოსელიანი)
შენ ღმერთს უყვარხარ!

 
Σχόλια
beqa 19.08.2017

თქვენი მოძღვარი?

KaeShan1 KaeShan1 29.05.2018

რატომ მეკითხებით?

beqa 19.08.2017

აე იქცევით თქვენ? თ უბრალოდ ნაწერია ეს.

KaeShan1 KaeShan1 19.08.2017

chemtvis samgalito adamiani iqceva ase.

beqa 14.08.2017

ეს თქვენ დაწერეთ?

KaeShan1 KaeShan1 19.08.2017

diax.

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά