მე ხომ ვიცი...
30, Batumi, Γεωργία

მე ხომ ვიცი, რომ ეს საცოდაობა არ დასრულდება.
ხარ ყველასათვის ცუდი, რადგან არ ,,გიტყდება'' და არ ,,უკადრისობ'' ტირილს, გამოხატავ შენს სულის წუხილს ნათლად. არ ესმით და უკვე ხმამაღლობასაც მიეჩვიე.. მიეჩვიე წუხილს, დარდს, მიეჩვიე ხშირად ფიქრს იმაზე თუ რატომ უჭირთ შენი გაგება.
აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის მოვიდნენ და მკიითხეს რა გიჭირს მეგობარო, რა გილხინს, რას მაალავ ამ განცალკევებით.
არ გავაფერადებ ჩემს არცერთ ცხოვრების ნაწილს, არც საწყისს არც ბოლოს, არც შუას და სხვა დანარჩენს, მე მსურს ვიცხოვრო ამ სიამ-სიმწარით, ამ სევდა-ტკბილობით.
გადაივლის მზე, შუბის ტარზეც მოასწრებს დგომას და ზღვის ანარეკლში საკუთარი თავით ტკბობას, ისევ დაუბრუნდება საძილეს და მერე ისევ ერთ აზრს ამიკვიატებს ,,ობლობა'' რომ მე ვერავინ შემავსებს, შიგნდან გავიღრღნი გულის საკინძეებს, დარჩენილს სიმშვიდის ზეწრებს და თავისუფლებას ვაჩუქებ ყველაფერს მოთმინება დაკარგულს.,,
**
ჰო, ლუდისტი ვარ, დღევანდელობით გაშმაგებული ლუდისტი, რომელსაც არაფერი მსურს უმოძრაობის გარდა, რომ უფრო მეტად არ დავიქცეთ, არ დავიფერფლოთ. უკანასკნელი ადამიანური ნიშან წყალიც არ მოგვაშოროს ამ უსაზღვრო წინსვლამ, განვითარება-დეგრადაციამ.
***
არ მოვშორებულვართ სწორ მიზანს 10 ნაბიჯით, არა! ეს გადამეტებული სიშორეა რომელსაც ვერ დაითვლი,ვერ გამოივლი უკან , რადგან ყოველ ნაბიჯზე შენივე კვალით დატოვებულ ხვრელს წააწყდები და შიგ ჩაიმარხები უსათუოდ ვინმეს გარეშე, რწმენის გარეშე, ღმერთის გარეშე.
***
ერთმანეთის სულებს შეაშველეთ ხელიო- სად არის ხელები, უყოყმანოდ გაუშვით ერთმანეთს ხელები, რამდენი დაკარგეთ, კიდევ ბერვს დაკარგავთ, მაგრამ ამით მათი კი არა თქვენი, დარჩენილების სული დამძიმდება.

 
Σχόλια
kaxelikaci 16.04.2013

SAMWUXAROD MARTLA MASE XDEBA YVELAFERI

Dane 18.02.2014

ადრე შენ მეუბნებოდი ეხა მოდი მე გეტყვი ნუ იკლავ გულს იმაზე რასაც ვერშეცვლი შენ უბრალოდ შეგიძლია ის რომ არგახდე ისეთი როგორიც "ისინი"

KaeShan1 KaeShan1 18.02.2014

ბევრჯერ მითხარი თორემ არ შედის გონებაში ეგ მტკიცება

Dane 18.02.2014

ცოცხალი და ბედნიერი უფრო დიდ მაგალითს მიცემ იმათ ვისზეც გული შეგტკივა იქნებდა მიხვდნენ რომ "დაპრუწული ტუჩებით ტუალეტში გადაღებული სურათების" "კლუბში ბიჭის "დასაკერად" ტანზე შემოხევის შეყვარებულისთვის გულის გახარების მიზნით "ტაბლეტებზე" შეჯდომით და ბევრი სხვა "***" უაზრო ქცევის გარეშეც შეიძლება ბედნიერი იყო :)

KaeShan1 KaeShan1 18.02.2014

კარგი სიტყვებია ნამდვილად.

Dane 18.02.2014

vot ase vici xolme ro gavbrazdebi da avikrifebi :D davigruze ro vwerdi :D

xameleon 13.04.2013

eeehhh, martlac rogor midis yvelaferi gadagvarebisaken.... 8-)

KaeShan1 KaeShan1 18.04.2013

diax...

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά