30.06.2011
miyvararrrr
39, Tbilisi, Γεωργία

ჩემი გული და სული ხარ,
სიყვარული ხარ შენ ჩემი,
უშენოდ ყოფნა რთულია,
მაგ აზრს ვერაფრით ვეჩვევი.

განძეული ხარ ნაბადი,
სათნოებით ხარ რჩეული,
შენს გულთან სამარადჟამოდ,
გული მაქვს გადახვეული.

აფეთქება ხარ შენ ჩემი,
ურთულეს ბიძგებს რომ იწვევს,
მინდა გაჩერდეს თუნდ წამით,
და გული ცემას კვლავ იწყებს.

გაზაფხული ხარ შენ ჩემი,
ზამთარს რომ მოსდევს გრძნეული,
უშენოდ ისე ვიქნები,
როგორც მოხუცი სნეული.

სიყვარული ხარ სიცოცხლე,
ანგელოზი ხარ შენ ჩემი,
ფიფქი ხარ ციდან მოსული,
მთელი გრძნობით რომ ვეხები. . .

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά