დარაბებს მიღმა გაზაფხულია
39, Zugdidi, Γεωργία


დაიმახსოვრე, როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია.
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!

როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია.
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

როცა მოყვასი უბედობისგან,
თითქოს ცხოვრებით დაჩაგრულია,
დაიმახსოვრე როცა შეხედავ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!

დღე დაღამდება, როცა დრო გადის,
როცა აზრები გადართულია.
ხელს ნუ ჩაიქნევ სულ ყველაფერზე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

როცა შავია თეთრი დარაბაც,
როცა ფიქრები დაზაფრულია.
როცა ვერ ხედავ სარკეში შენ თავს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

როცა არ იცი ვის უნდა ენდო,
როცა მოყვასიც გადაცმულია.
ბოლოს სულყველა მოიხსნის ნიღაბს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

ერთი მინდოდა მხოლოდ რომ მეთქვა.
ცხოვრება ჩვენი მართლაც რთულია.
მაგრამ ეს უნდა გვახსოვდეს ყველას
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!


 

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά