დაიგვიანე
52, Tbilisi, Γεωργία

დაიგვიანე...
გულს ვერ უბრძანებ, ის ხომ სხვისია.
სულ არ გახსოვდი...
ნუ დაიბრალებ, ეგ ცრემლი სხვისი ღირსია.
ვისთან დამტოვე?
ფურცლებად დაშლილ გრძნობაზე ნაზად მიაწერ: "ვისია?”
თვალებს არ დახრი, წარბს არ შეიხრი,
ხელიდან ხელში გადასულ სითბოს
გრილად მოჰყვება დამწველი სიტყვა: "არავისია”...
ნუ დავიბრალებ, მეც ხომ არ ვიცი,
ცოტას დავიცდი...
ფიფქების გროვას ოცნება ქარგავს,
უშენოდ ცხოვრება ბევრ რამეს კარგავს...
დღეს გამიღიმე...
გაივლის წუთი და კვლავ ბავშვურად შემოგხვევ ხელებს.
გუშინ დამესიზმრე...
სუნთქვა შემეკრა და ქარს ვატანდი სიჩუმის ბგერებს...
სად ვარ? ვისთან ვარ?
ნუ დავიბრალებთ ნურაფერს ზედმეტს.
ვიცი, რომ მზერას ვერ გააყოლებ ჩემს მეტს...
ვერავის...
ვერავისთან...
ვერასდროს...
გავყვებით დროს
იქ, სადაც მოთოვს...
თვალებზე გაყინულ ცრემლებს გამითბობს მე შენი სუნთქვა და...
ფიქრებშიც მოთოვს...
ვარდისფრად მოთოვს...
ხელს ნუ შეახებ, კვალს ნუ დაატყობ,
დატოვე ასე მოსაფერები...
არ გინდა...
დაიგვიანე..
ნუ დაიბრალებ...
ნუ მეფერები...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά