Enjoy the little things
31, Tbilisi, Γεωργία

“თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი” – პირველად, რომ წავიკითხე ეს სიტყვები დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია ჩემში და გავიფიქრე კიდეც “თითქოს ადვილი იყოსთქო”. მაგრამ, რომ დავუფიქრდი მიხვდი რომ ამ ფრაზაში არის რაღაც სიმართლის ნაპერწკალი. ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ გყავდეს ფირმა მანქანა, ძალიან მაგარი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კარგი მობილური და ა.შ. მაგალითად მე ძალიან მცირედიც მაკმაყოფილებს, თუნდაც მუსიკის მოსმენა, სითბო, წვიმის წკაპაწკუპი, მეგობრებთან ერთად ყოფნა, საინტერესო გადაცემის ყურება, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად მაინც მაბედნიერებს ის, როდესაც რამეს მიწონებენ. თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ ხარ უბედური და ვერასდროს იქნები ბედნიერი მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა გვქონდეს და ცხოვრებას უფრო ნათელი იქნება უამრავი პრობლემის მიუხედავად. ძნელია იპოვო შენი ადგილი ამ ცხოვრებაში, მაგრამ არაეთხელ მითქვამს რომ რაღაც მიზეზი აქ ჩვენს ყოფნას აქ და სწორედ ამ მიზეზის ძებნაში ატარებენ წლებს. ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, ის უცებ მოდის, და ასევე უცებ ქრება.


ჰო ძალიან ბანალური პოსტი გამოვიდა, ნუ არც არის ეს პოსტი. უბრალოდ წამიერი განცდები აღვბეჭდე აქ. ბოლოს კი მინდა გითხრა შენ ვინც ამ პოსტს კითხულობ ახლა, პრობლემების მიუხედავად შეეცადე იყო ძლიერი და ყველა სიძნელეს გაუმკლავდე. უბრალოდ იყავით ბედნიერი და დატკბით ცხოვრებით, რადგან არავის არ იცის რა გველოდება მომავალში.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά