მოდი დავიძინოთ:(((((((((((((((
35, Alicante, Ισπανία

- მოდი დავიძინოთ
- რო არ მეძინება?
- გთხოვ რა, დაღლილი ვარ
- კარგი, მაგრამ ჩამეხუტე
რაღაც უცნაური იყო... ყოველ წუთს ჩახუტებას მთხოვდა....მანამდეც ვიცოდი, რომ უყვარდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ იმ დღეს დამაფიქრა
უცნაურად იქცეოდა.. თვალებიც უცნაური ქონდა, ნაღვლიანი....ასეთი არასდროს ყოფილა....ვიფიქრე დაიღალა თქო
ღამე გამაღვიძა:
- გაიღვიძე რა
- რომელი საათია, ძალიან მეძინება, გთხოვ რა
- შემომხედე, დამელაპარაკე
- არა, მეძინება, ხვალ ვილაპარაკოთ
- აღარ გიყვარვარ?
- ისევ სულელობ...მიყვარხარ და სულ მეყვარები....ეხლა დავიძინოთ
- სულ?.... - კიდევ რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ მეძინებოდა და ვერ გავიგე....
- ჩამეხუტე და ისე დაიძინე რა
- კარგი..... - ჩავეხუტე, ძალიან მაგრად
....დრო როგორ გავიდა არ ვიცი, კარგად მეძინა
....დილით სიცივემ გამაღვიძა....მეგონა ფანჯარა გაიღო და თებერვლის სუსხი შემოვიდა ოთახში.... თვალი გავახილე და გაყინულ სხეულს ვიყავი ჩახუტებული !

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά